მაშკო – მეტისი, ხვადი

ჯიში – მეტისი
სახელი – მაშკო
სქესი – ხვადი
დაბადების თარიღი – 2010
იდენფიცირება:
ხასიათი: მოსიყვარულე,თვინიერი, მხიარული, უპრობლემო, ერთგული
თავშესაფარში მიღების მიზეზი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი, ვაქცინირებული.

ლოკაცია: მცხეთა – GSPSA-ს ზედამხედველობით ოჯახში დროებითი შეფარება (შემფარებელი პაატა კორძაძე)

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ საუკეთსო მოვლის პირობების გარანტიით .

მაშკოს ისტორია:

მაშკოს საკვების მოსაპოვებლად ქუჩაში უწევდა წანწალი, ვინ იცის რამდენი დღე და ღამე დაუძიანია მშიერს. ის დაუმეგობრდა GSPSA-ს შეფარებულ ძაღლებს სეირნობისას. გუნდის წევრებმა დაიწყეს მასზე ზრუნვა. სტერილიზაციის დროს აღმოჩნდა, რომ მას თანდაყოლილი გულის პრობლემები აქვს და ქუჩაში ვეღარ დავაბრუნეს ბედის ანაბარა. მას შემდეგ ის GSPSA-ს წევრთან არის დროებით შეფარებული. მაშკო პატარა ტანის ძალიან ენერგიული და ხმაურიანი ძაღლია და  დილის მაღვიძარის ფუნქცია აქვს.

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
შემოწირულობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა: “მაილოსათვის”. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა