შეხვედრა ქ. თბილისის მერიაში ცხოველთა თავშესაფრის საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით

2009 წლის 04 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი გიორგი ლიპარტია შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების “Dog Organizatsion Georgia”- ს ხელმძღვანელს ბატონ ივო ბაქჰაუზენსა და ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარეს თეიმურაზ წიქორიძეს. შეხვედრის თემა იყო თბილისში “Dog Organization Georgia”-სათვის ქუჩის ცხოველთა თავშესაფრისათვის ტერიტორიის გადმოცემისა და დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხები. ბატონმა გიორგი ლიპარტიამ მოწვეულ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიაწოდა ზეპირი ინფორმაცია მიწის გადმოცემის დოკუმენტაციის მზადების შესახებ და განმარტა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლოსათვის მერიის მიერ დოკუმენტაცია დასრულებულ სახეს მიიღებს, რაც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ ორგანიზაციას, რომ გააფორმოს მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულება მიწის იჯარით ან სხვა ფორმით გადმოცემის შესახებ და დაიწყოს პროექტირება და მშენებლობა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ დოკუმენტაციის მომზადება დაგვიანდა გარკვეული ობიექტური მიზეზებით, რამაც გარკვეული ვადით შეაფერხა მიწის გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურა.

თეიმურაზ წიქორიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის გაურკვეველი მიზეზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის დანაპირევის შეფერხება, პრობლემეს უქმის უცხოელ დამფინანსებლებსა და შემსრულებლებს დაგეგმილი პროგრამის დროულ განხორციელებაში, შეფერხებამ სამწუხაროდ აგრეთვე გამოიწვია დაინტერესებულ პირთა გარკვეული უნდობლობა პროექტის ავტორთა მიმართ. მიწვეულმა მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მუნიციპალიტეტი დანაპირევს ამჯერად ვადაში შეასრულებს და პროგრამის ავტორებს საშუალება მიეცემათ თავიანთი გეგმის განხორციელებისათვის.

ქუჩის ცხოველთა თავშესაფარი ამ შემთხვევაში ალბათ დაახლოებით სამ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და უზედამხედველო ცხოველთა გარკვეული ნაწილი ბინას დაიდებს ახალ თავშესაფარში.