ჩვენი თავშესაფრის ბინადარს, მეგის ძალიან გაუმართლდა!
მისი პატრონი გახდა, ჩვენი მეგობარი და ცხოველების დიდი გულშემატკივარი ქალბატონი მარიამ როხვაძე,
მარიამმა მეგი 2018 წლის პირველ ნოემბერს წაიყვანა თავშესაფრიდან. ის მარიამთან იცხოვრებს ოჯახში და არასდროს არაფერი არ დააკლდება.
ალბათ მეგი მალე დაივიწყებს ქუჩაში გატარებულ უპატრონო ცხოვრებას, მაგრამ მეგის ნამდვილად არ დაავიწყდება GSPSA-ს თავშესაფრის სხვა ძაღლები, სადაც მან 25 დღე იცხოვრა და ბევრი მეგობარი ძაღლი გაიჩინა.
GSPSA ძალიან დიდ მადლობას უხდის მარიამს და მას და მეგის ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს!
მეგი საკუთარ სახლში
——————————————————————-
ეს ინფორმაცია კი მეგის შესახებ იყო გამოქვეყნებული საითში მის გაჩუქებამდე.
ყურადღება!
მიმდინარეობს ძაღლის ყოფილი პატრონის მოძიება!
თუ ვინმეს ეცნობა ძაღლი და აქვს ინფორმაცია პატრონის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეს სასწრაფოდ!
ჯიში – გერმანული ნაგაზი (ან გერმანული ნაგაზის მეტისი)
სახელი – მეგი
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
იდენფიცირება: ID – 09231 (ყურსამაგრი)
დაბადების თარიღი – 2017
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე, ჭკვიანი, ენერგიული.
თავშესაფარში მიღების მიზეზი: პატრონის მოძიება.
თავშესაფარში მიღების თარიღი: 05/10/2018
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ჯანმრთელი
სტატუსი: უპატრონო (დაკარგული ან გამოგდებული)
გაჩუქების პირობები: თუ არ დადგინდა მისი პატრონი, გაჩუქდება უმაღლესი მოვლის გარანტიით.
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ “მეგი”- ს. გადარიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა.
GSPSA-ს წევრების მიერ 5 ოქტომბერს თბილისში, მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე “პიცერიის” წინ შემჩნეული იქნა ლითონის ძელზე მიბმული გერმანული ნაგაზი. “პიცერიის” თანამშრომლების გადმოცემით ძაღლი უკვე 2 დღე იყო მიბმული ყოველგვარი საკვებისა და დაწყურვების გარეშე და პატრონს არ მიუკითხავს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული იდენფიკატორის ნომრით ძაღლი რამოდენიმე თვის წინ ძაღლი გაშვებული იყო უპატრონოდ მუნიციპალური თავშესაფრიდან ქალაქის ტერიტორიაზე. ძაღლი არის მოვლილი, დავარცხნილი, კარგ ფორმაში და ეკეთა საყელური და ღვედი, რაც ადასტურებს, რომ მას ჰყავდა პატრონი. ჩვენთვის უცნობია, თუ პატრონმა, ან სხვა პირმა რატომ მიაბა ძაღლი და მიატოვა. გამომდინარე აღნიშნულიდან GSPSA-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ძაღლის GSPSA-ს თავშესაფარში გადაყვანაზე პატრონის მოძიების მიზნით.
თავშესაფარში მას დავარქვით “მეგი”. ის არის ძალიან მხიარული, დამჯერე, ენერგიული და მოთამაშე ძაღლი.
მეგის პოვნის და თავსესაფარში გადმოყვანის ამსახველი ფოტოები.
ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.
თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“
თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/
დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: