GSPSA-სა და “ზოოლოგიურ ცენტრს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

2018 წლის 5 აგვისტოს, მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში არსებულ დათვების თავშესაფარში “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის და ზოოლოგიური ცენტრის (დათვების თავშესაფარი) დამფუძნებლის სოსო ჯიქურიშვილის მიერ ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ ცხოველთა დაცვის გადარჩენის და მათი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით.

 

მემორანდუმით მთავრი მიზანია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვების დაცვასა და გადარჩენასთან დაკავშირებული ურთერთთანამშრომლობა.

 

 

საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნებართვით მურა დათვების თავშესაფარი დააფუძნა, აააიპ “ზოოლოგიური ცენტრის” დათვების თავშესაფარში დაფუძნებიდან დღემდე იმყოფება 12 მურა დათვი. ეს დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული.

დათვების თავშესაფარი Facebook-ზე