GSPSA-მ და კომპანია “ინვეტმა” ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2gspsa-n12016 წლის 10 დეკემბერს, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღეს, GSPSA-სა და კომპანია “ინვეტს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ამ მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთთანამშრომლობა ცხოველთა დაცვის, გადარჩენისა და მათი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, აღიარეს ცხოველთა დაცვის სფეროში საერთაშორისო აქტები და გამოაცხადეს მზადყოფნა ცხოველთა უფლებების დასაცავად.

ცხოველთა უფლებების დღეს, 10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით GSPSA-მ და კომპანია “ინვეტმა” მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიოს საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოველთა უფლებების დაცვა.

ამავე დროს, კომპანია “ინვეტი” ამ მემორანდუმის გაფორმების ძალაში შესვლისთანავე გახდა ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-GSPSA-ს დონორი ორგანიზაცია და პარტნიორი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობისათვის, შესაბამისად ცხოველთა უფლებების დასაცავად და მათი კეთილდღეობისათვის.

This slideshow requires JavaScript.