მილა – მეტისი, ძუ

სახელი – მილა
სქესი – ძუ
დაბადების თარიღი – 2015 წ (სავარაუდო)
იდენფიცირება:

ხასიათი: თვინიერი, მშვიდი, უპრობლემო

თავშესაფარში მიღების მიზეზი: მთლიანი სხხეულის პარეზი (დამბლა)
თავშესაფარში მიღების თარიღი:
21 ოქტომბერი, 2019 წ
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი (01.11.2019)

სტატუსი:  უპატრონო
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.  სასურველია სახლი და ეზო.

 

შემოწირულობა

მილას ფოტო შემთხვევის ადგილზე

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

2019 წლის 21 ოქტომბერს GSPSA-ს ვეტერინარულმა სამსახურმა მიიღო ტრავმირებული ძაღლი, რომელიც აღმოჩენილი იქნა მოქალაქის მიერ თბილისში უპატრონოდ და უმწეო მდგომარეობაში.
ძაღლს ეტყობა თავის არეში დიდი ზომის ნაიარევი. უჭირდა ფეხზე დადგომა კიდურებში მგრძნობელობის უქონლობის გამო და ვერ იკავებდა თავს.

ძაღლი გადმოყვანილ იქნა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“-GSPSA-ს ზედამხედველობის ქვეშ. ძაღლს ვეტერინარულმა კლინიკა „აიბო“-მ ( ახალი ვეტერინარული კლინიკა – აიბო ) უანგაროდ ჩაუტარა რენტგენოლოგიური კვლევა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.

ძაღლს აღმოაჩნდა წინა და უკანა კიდურების პარეზი (დამბლა), გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია, ასევე ოსტეოქონდროზი. დაენიშნა შესაბამისი კომპლექსური მკურნალობა. სულ რამოდენიმე დღის შემდეგ ძაღლის საერთო მდომარეობა გაუმჯობესდა და შეინიშნებოდა პროგრესი, რომელსაც ვიდეოზე ხედავთ.

ძაღლის სრული რეაბილიტაციისთვის GSPSA-ს ვეტერინარული სამსახურმა გააკეთა ყველაფერი და დღევანდელი მდგომარეობით ძაღლი არის სრულიად გამოჯანმრთელებული, დადის ოთხოვე თათზე.  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა აღმოფხვრილია.

“მილა” –  რეაბილიტაციის პერიოდი

________________________________________________________________________________

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/