მირა – მეტისი, ძუ

Miraჯიში – მეტისი
სახელი – მირა
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2015 წ.
იდენფიცირება:  

ხასიათი: თვინიერი, აქტიური, ერთგული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: მძიმე ტრავმები, მთელ სხეულზე
თავშესაფარში მიღების თარიღი:
 29.08.2014
ჯანმრთელობის მდგომარეობა:
ჯანმრთელი, ამპუტირებული უკანა კიდური, სტერილიზირებული, ვაქცინირებული. (19.02.2018)

სტატუსი:  უპატრონო
გაჩუქების პირობები:
გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. მირამ უნდა იცხოვროს სახლში (ბინაში) ხშირი გასეირნებით.

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

მირა სადგურის ბაქანზე ნაცემი და ტრავმირებული

10814310_377808059047989_766389897_n 10715793_377808155714646_2084494592_n 10804955_377808162381312_1547624271_n

მირა მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარულ კლინიკაში (პირველადი დახმარება)- 12.07.2014

10500318_672078899540250_1882079893340910722_n 10473425_672079052873568_3792447087913295181_n

2014 წლის ზაფხულში, GSPSA-ში შემოვიდა შეტყობინება ტრავმირებული ძაღლის შესახებ რომელიც იმყოფებოდა  რკინიგზის, მარნეულის სადგურის ბაქანზე, თითქმის უგონო მდგომარეობაში ნაცემი და დასისხლიანებული. მეორე დღესვე თბილისის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და GSPSA – წარმომადგენლები წავიდნენ ადგილზე და რკინიგზის სადგურის ბაქანზე აღმოაჩინეს ძაღლი. იქაური მაცხოვრებლის გადმოცემით, ძაღლი ძალიან დიდ სიცხეში, უკვე რამოდენიმე დღე ეგდო მშიერი და წყლის გარეშე. სავარაუდოდ ძაღლს სცემეს ბლაგვი საგნებით, მოტეხეს ცემით სამი ფეხი, აქედან უკანა ფეხი ეკიდა კანზე. მირა გადაყვანილ იქნა  მუნიციპალურ თავშესაფარში.  მირამ ორი თვე დაჰყო თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, ხოლო 29 აგვისტოს ის გადმოყვანილი იქნა “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ცხოველთა თავშესაფარში. ის ამ ტრავმის გამო სამფეხაა, მაგრამ არაჩვეულებრივად შეეგუა სამფეხა ცხოვრებას და სირბილიც ისწავლა.

მირა GSPSA თავშესაფარში

100_0037 100_5510 2 1 100_5431 100_2422 100_2417 100_1701 100_1402 100_1399

 

ინფორმაცია Facebook-ზე: https://www.facebook.com/gspsa.org.ge/photos/?tab=album&album_id=707413812707323


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/