საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობებში მაქსიმალური შესაძლებელი დინამიკური წონასწორობის ჩამოყალიბება, ამ ურთიერთობათა ჰუმანიზაცია, თანაცხოვრების პირობების, ფაქტორებისა და შედეგების შესწავლა – ანალიზი. ცხოველთა სამყაროში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა;
საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ადამიანის მიერ ცხოველის დაცვასა და გადარჩენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ჰუმანიტარული, ეკოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური, სანიტარული, ჰიგიენური ფაქტორებისა და მათი ზემოქმედებების შესწავლა-ანალიზი;
ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილებების შესწავლა-პოპულარიზაცია. შესაბამისი ლიტერატურის, ფილმების, და სხვა საინფორმაციო საშუალებებით მოწოდებული მასალების თარგმნა, გამოცემა და გავრცელება. პარალელურად აღნიშნულ სფეროში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და კონკრეტული მოვლენების აღწერა, დეტალური ანალიზი და მონაცემთა ბაზის შექმნა. სემინარების, კონფერენციების,ტრენინგების და სხვა საჯარო ღონისძიებათა ორგანიზება. ფილმების, სატელევიზიო-პუბლიცისტური გადაცემების და სხვა ორიგინალური მულტიმედიური საშუალებების შექმნა-გავრცელება. არსებულ პრობლემათა სრულყოფილი შესწავლა, მათი მოგვარების მეცნიერულ გზათა დასახვა და გადაწყვეტა;
შესაბამის რეკომენდაციათა შემუშავება იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აღნიშნული პრობლემატიკით არიან დაინტერესებულნი;
საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება იმ პროცესებზე, რომლებიც შინაური და გარეული ცხოველების და საზოგადოების ერთიანი სოციალური გარემოს ფორმირებისკენაა მიმართული და სოციუმის ჰუმანიზაციას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება და საგანმანათლებლო-სააგიტაციო საქმიანობის გაშლა;
სახელისუფლებო და სამთავრობო ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციების მოძიება. მათ საქმიანობაზე აღნიშნულ სფეროში მონიტორინგის განხორციელება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმის ფარგლებში;
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კავშირის (ასოციაციის) ანალოგიური პროფილით მოქმედ ორგანიზაციებთან კავშირ-ურთიერობათა დამყარება, ერთობლივ ღონისძიებათა გამართვა, საინფორმაციო, ანალიტიკური რეგულარული და არარეგულარული ბეჭვდითი გამოცემებისა და სატელევიზიო გადაცემების ორგანიზება;
კავშირი (ასოციაცია) თავისი მიზნების მისაღწევად წარმართული საქმიანობისას თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენისათვის შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება დადგენილი წესით;
ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დასახლებული პუნქტებსა და სამრეწველო ოლქებში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაში ადმინისტრაციული ორგანოებისა და ადმინისტრირების პროცესის ხელშეწყობა და თანადგომა;
პროგრესული საერთაშორისო გამოცდილების ათვისება ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის სფეროს მართვის ტექნოლოგიაში. ახალი ნოვაციების შემუშავება და დანერგვა;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფა გარემოს სტიქიური უბედურებების, ტექნოგენური ავარიების, კატასტროფების, საომარი კონფლიქტების ნეგატიური შედეგების პროცესების დროს და შემდგომ პერიოდში;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფის მიზნით წყალსაცავებისა და სხვა სანიტარული ზონების, აგრეთვე ქალაქების, რაიონების, რეგიონების, და სხვა დასახლებული პუნქტების ეკოლოგიური მონიტორინგი და საზოგადოებრივი კონტროლი;
შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა და მათში გაწევრიანება. საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
ცხოველთა დაცვისა, გადარჩენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება. შესაბამისი ეკონომიკური, ფინანსური და დაგეგმარების საკითხების რაციონალური გადაწყვეტა;
უპატრონო, მაწანწალა, დავრდომილი ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველების მიმართ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედების (წამება, დასახიჩრება, ფიზიკური განადგურება) წინააღმდეგ პრონციპული ბრძოლა კანონიერების ფარგლებში:
კავშირი (ასოციაცია) ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით კანონიერების ფარგლებში განახორციელებს ბრძოლას ყველა იმ ფიზიკური პირისა ან სახელმწიფო მოხელის მიმართ, რომელიც ჩაიდენს (ან გასცემს ბრძანებას) ცხოველის მიმართ არაჰუმანურ, დესპოტურ ქმედებას (წამება, დასახიჩრება, ცხოველთა ჩხუბები, ფიზიკური განადგურება და ა. შ.). ამ მიზნით კავშირი (ასოციაცია) თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან;
დასახლებულ პუნქტებში უპატრონო, მაწანწალა, დავრდომილი ძაღლების, კატების და სხვა შინაური ცხოველებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული თავშესაფრების მოწყობა-ფუნქციონირება და შესაბამისი კვალიფიკაციის მომსახურე პერსონალით დაკომპლექტება მომავალში ცხოველთა მოვლა-პატრონობის, მათი შესაძლო გადარჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფის მიზნით ცხოველთა სამარხების, მრეწველობის (მეტალურგიული, ქიმიური და სხვა სახის საწარმოები) ქიმიური და ბიოლოგიური ნარჩენების ეკოლოგიური მონიტორინგი;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის სფეროში მიმდინარე პროცესების მხარდამჭერი ფონდების შექმნა კანონით დადგენილი წესით;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის უზრუნველყოფის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური, და სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების, სამოქალაქო–საზოგადოებრივი მონიტორინგი;
ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის სფეროში ახალი ნოვაციების დანერგვისას შესაბამისი საკანონმდებლო ინციატივისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
საქართველოსა და საზღვარგარეთიდან ცხოველთა დაცვის ხელშეწყობის მიზნით შემოწირულობების მოზიდვა და ფართო საზოგადოებრიობის საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაბმა;
ცხოველთა დაცვის სფეროში მომუშავე მსოფლიოს შესაბამის ვეტერინარიულ, ფარმაკოლოგიურ ფირმებთან და ცენტრებთან თანამშრობლობა, მედიკამენტების, ვეტ-ინვენტარის, ვეტერინარული სადიაგნოსტიკო საშუალებების და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სამკურნალო, ვეტ-ჰიგიენური და მოვლის საგნების, საკვები საშუალებების შეძენა;
საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა და გაცვლითი პროგრამები;
კავშირის (ასოციაციის) ვეტ-რეანიმობილების დაკომპლექტება შესაბამისად მომზადებული სპეც-ჯგუფებით;
შესაბამისი სტრუქტურების მიერ ცხოველთა ვაქცინაციის ჩატარებაში ხელშეწყობა და მათზე საზოგადოებრივი კონტროლი.