ოლი – ძუ, მეტისი

ჯიში – მეტისი
სახელი – ოლი
სქესი – ძუ
იდენფიცირება:
დაბადების თარიღი  – სავარაუდო  2016 წ.
ხასიათი:  თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი : დაზიანება – სვარაუდოთ ავტომობილის შეჯახების შედეგად ხერხემლის მალის დაზიანება. ბარძაყში და უკანა კიდურებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიების არსებობა. უკანა კიდურების პარეზი, მგრძნობიარობის არ არსებობა

თავშესაფარში მიღების თარიღი:   11/02/2018

ბოლო ინფორმაცია ჯანმრთელობაზე :  ხერხემლის დაზიანება, უკანა კიდურების პარეზი. საკვებს და წყალს იღებს, არის მწოლიარე რეჟიმში  (16.02.2018)

სტატუსი:  უპატრონო

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ გამოჯანმრთელების შემთხვევაში.

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

ფოტო, სადაც ოლი აღმოაჩინეს.

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 12.02.2018

 

 

 

2018 წლის 11 თებერვალს GSPSA-ს თავშესაფარში მიღებული იქნა ტრავმირებული ძაღლი. სავარაუდოდ ტრავმა გამოიწვია მანქანის შეჯახებამ. ძაღლი ჩამოყვანილი იქნა სიღნაღის რაიონიდან.

12 თებერვალს ძაღლს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა: ძაღლს უკანა კიდურებზე არ აქვს შეგრძნება, რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ძაღლს ხერხემლის მეორე მალა დამტვრეული აქვს, ასევე ხერხემალსა და ბარძაყის ძვალში აქვს ტყვიები. ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შარდის ბუშტი არის დაბეჟილი, მთლიანობა არ არის დარღვეული, მაგრამ არის სიხლჩაქცევები, რაც ტრავმის შედეგია, ასევე არასწორი კვებისგან გაღიზიანებული აქვს ნაწლავები.

ძაღლს დავარქვით “ოლი”. ის ყველანაირ მკურნალობას და რეაბილიტაციას გაივლის GSPSA-ს თავშესაფარში.
თუ ძაღლი გადარჩა სავარაუდოდ ალბათ ხეიბარი დარჩება.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/