ოლი – ძუ, მეტისი

ჯიში – მეტისი
სახელი – ოლი
სქესი – ძუ
იდენტიფიცირება: ელექტრონული მიკრო ჩიპი
დაბადების თარიღი  – სავარაუდო  2016 წ.
ხასიათი:  თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი : დაზიანება – სვარაუდოდ ავტომობილის შეჯახების შედეგად ხერხემლის მალა დაზიანდა. ბარძაყში და უკანა კიდურებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიების არსებობა. უკანა კიდურების პარეზი, მგრძნობიარობის არ არსებობა.

თავშესაფარში მიღების თარიღი:   11/02/2018

ბოლო ინფორმაცია ჯანმრთელობაზე :  დაზიანებული ხერხემალი, არასდროს ექნება მგრძნობელობა ხერხემალში, ასევე უკანა კიდურებში მალებს შორის ნერვის დაზიანების გამო. ძაღლს შეუძლია წინა თათებით გადაადგილება, უკანა თათები კი პარალიზებულია

სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ გამოჯანმრთელების შემთხვევაში.

შემოწირულობა

2018 წლის 11 თებერვალს GSPSA-ს თავშესაფარში მიღებული იქნა ტრავმირებული ძაღლი. სავარაუდოდ ტრავმა გამოიწვია მანქანის შეჯახებამ. ძაღლი ჩამოყვანილი იქნა სიღნაღის რაიონიდან.

12 თებერვალს ძაღლს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა: ძაღლს უკანა კიდურებზე არ აქვს მგრძნობელობა, რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ძაღლს ხერხემლის მეორე მალა დამტვრეული აქვს, ასევე ხერხემალსა და ბარძაყის ძვალში აქვს ტყვიები. ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ შარდის ბუშტი არის დაბეჟილი, მთლიანობა არ არის დარღვეული, მაგრამ არის სიხლჩაქცევები, რაც ტრავმის შედეგია, ასევე არასწორი კვებისგან გაღიზიანებული აქვს ნაწლავები.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდი ოლიმ გაიარა GSPSA-ს თავშესაფარში, ის სრულიად ჯანმრთელია. მიუხედავად მკურნალობისა ოლი ხეიბარი დარჩა, ის ვერ ადგამს უკანა 2 კიდურს, თუმცა მიუხედავად მისი ასეთი მდგომარეობისა, ის სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.  ოლი საჭიროებს სპეციფიკურ მოვლას, მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ იმედს რომ მას გამოუჩნდება მზრუნველი და მოსიყვარული პატრონი.

ფოტო, სადაც ოლი აღმოაჩინეს.

ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 12.02.2018

 

ოლის სხვადასხვა ფოტოები:

   


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. https://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა

კონტაქტი:  https://gspsa.org.ge/contact/