სასწრაფოდ ჩუქდებიან დაობლებული ლეკვები / გაჩუქდნენ /

გაჩუქებულია!

———————————————

სასწრაფოდ ჩუქდება დაობლებული 6 ლეკვი!

დაბადებულები არიან სავარაუდოთ 2017 წლის 10 აპრილს, გაიზრდებიან პატარა ან საშუალო ტანის.  შვიდი ლეკვიდან ერთი ხვადია, დანარჩენი ძუ.

ეს პატარა ლეკვები 2017 წლის 9 მაისს თბილისში, ერთერთი შენობის სარდაფში მშივრები და შეციებულები მკვდარ დედა ძაღლზე იყვნენ ჩახუტებულები და ძუძუს სწოვდნენ. დედა ძაღლი კი რამოდენიმე დღის მკვდარი იყო. შემთხვევით კეთილმა ადამიანებმა ნახეს, დედა ძაღლი დამარხეს, ხოლო ლეკვების გადასარჩენად GSPSA-ს მიმართეს.

GSPSA-ს ორგანიზირებით  და ცხოველთადამცველების მონაწილეობით ლეკვები გადაყვანილები იქნენ ფასიან შემფარებელთან, ვინაიდან თავშესაფარში ლეკვებისათვის არ არის შესაბამისი სივრცე.
GSPSA უზრუნველყოფს ფასიან შემფარებლის ხელფასს, ლეკვების საკვებს და საჭირო მედიკამენტებს.

გთხოვთ დახმარებას, რომ დროულად მოხდეს ლეკვების გაჩუქება და ლეკვების მოვლაში ფასიანი შემფარებლისათვის თანხის გადახდა.

 

 

 

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  დაობლებულ ლეკვებს: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
მიმღების დასახელება (ინგ): GEORGIAN SOCIETY FOR THE PROTECTION AND SAFETY OF ANIMALS
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა – “დაობლებული ლეკვების დასახმარებლად”  http://gspsa.org.ge/donate/


თავშესაფრიდან სხვა გასაჩუქებელი ცხოველები. 

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთგანაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/