პანგო – მეტისი ხვადი

ჯიში – მეტისი
სახელი  პანგო
სქესი  ხვადი
დაბადების თარიღი  2018 იანვარი
ხასითი  თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი
თავშესაფრის  მიღების მიზეზი –  მექანიკური დაზიანების შედეგად ხერხემლის მოტეხილობა, უკანა კიდურების პარეზი
თავშესაფრის მიღების დრო – 19.11.2018
ჯანმრთელობის მდგომარეობა – ტრავმირებული, ხეიბარი.
სტატუსი  უპატრონო

გაჩუქების პირობები  გაჩუქდება  მხოლოდ  მზრუნველ  პატრონზე საუკეთესო შესაბამისი მოვლის პირობებით

შემოწირულობა

2018 წლის 19 ნოემბერს თავშესაფარში მიღებული იქნა ტრავმირებული ძაღლი.  ტრავმა გამოწვეულია მექანიკური დარტყმის შედაგად (ავტოავარია, ადამიანის მიერ ბლაგვი საგნით).  რენტგენომოგიურმა კვლევამ აჩვენა ხერხემლის შუა ნაწილის სრული გადატეხვა, რამაც გამოიწვია ცენტრალური ნერვის დაზიანება და უკანა კიდურების სრული პარეზი.  იმ შემთხვევაში თუ ძაღლს არ გაუვიდოდა ძლიერი ტკივილები, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ევთანაზიაზე. მაგრამ სასწაულებრივ რამოდენიმე დღეში ძაღლს ტკივილებმა გაუარა, რაც ასეთი დაზიანების შემთხვევაში იშვიათია. GSPSA -ს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ძაღლის თავშესაფარში ბინადრობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში ხეიბარი ძაღლების მოვლა-პატრონობა წარმოადგენს ძალიან დიდ შრომას, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა ამ ძაღლისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე.

ძაღლს სახელად დაერქვა “პანგო”.  მან ბინა დაიდო თავშესაფრის ოფისში, სადაც სხვა ხეიბარ ძაღლებთან ერთად ცხოვრობს და თამაშობს. პანგო გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის გარანტიის შემთხვევაში.

 

ვიდეო – პანგომ პირველად გაიცნო თავშესაფრის სხვა ბინადრები

 

 

პანგო – თავშესაფარში მოყვანის პირველი დღე

 

 

პანგო – თავშესაფარში ერთი კვირის შემდეგ

 

 

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაქვთ ძაღლის აყვანის პირობები და სურვილი გაგაჩნიათ, რომ თქვენ გყავდეთ ოთხფეხა მეგობარი, ამ შემთხვევაში გეძლევათ უნიკალური საშუალება ჩაერთოთ „დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში“

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა