პეპი – მეტისი, ძუ

ჯიში – მეტისი
სახელი –პეპი
სქესი – ძუ (სტერილიზირებული)
დაბადების თარიღი – 2009 წ.
იდენფიცირება:  ელექტრონული მიკრო ჩიპი

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, ჭკვიანი, ადამიანებთან განსაკუთრებული ხალისიანი დამოკიდებულებით.

თავშესაფარში მიღების მიზეზი: ტრავმა
თავშესაფარში მიღების თარიღი: 2009 წელი
ჯანმრთელობის მდგომარეობა:  
ჯანმრთელი, სტერილიზირებული, ვაქცინირებული (15.02.2018)

სტატუსი: GSPSA-ს მფლობელობაში.
გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით. ძაღლი არის შეჩვეული გარეთ ცხოვრებას, სასურველია სახლი და ეზო.

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

პეპის ისტორია.

თბილისში 2009 წელს ერთმა ქუჩაში მცხოვრებმა უპატრონო ძაღლმა ძველ მიწისქვეშა გვირაბში ლეკვები დაყარა. ეს გვირაბი უნდა დაეხურათ მშენებლებს. GSPSA-ს წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთკვირიანი ძებნის შედეგად მიწისქვეშ აღმოჩენილი იქნა დედა ძაღლი ლეკვებთან ერთად.  ლეკვები გადაყვანილ იქნენ  GSPSA-ს ცხოველთა თავშესფარში. ერთ-ერთ ლეკვი კი “პეპი” იყო. ყველა ლეკვი გაჩუქდა, მათ შორის პეპიც იყო, ის  ავტოშემკეთებელ ბაზაზე წაიყვანეს. მაგრამ სამწუხაროდ ერთი წლის შემდეგ პეპის მანქანამ დაარტყა, ფეხი დაუზიანდა. ის შეშინებული და დაავადებული იყო. GSPSA-ს მოუწია პეპი ისევ თავშესაფარში დაებრუნებინა და ეზრუნა მასზე. 2010 წლიდან პეპი ისევ თავშესაფარშია. ის მეორეჯერაც გაჩუქდა, მაგრამ ახალი პატრონის სხვა ძაღლი მას ვერ შეეგუა და არ მიიღო.  პეპი ისევ თავშესაფარში დაბრუნდა. და ის კვლავ მზრუნველი პატრონის მოლოდინშია.

პეპი უნიკალური თბილი ხასიათის უპრობლემო ძაღლია.  აჩუქეთ მას სახლი და ის თქვენი ერთგული მეგობარი იქნება.

ფოტოგალერეა – პეპის, მისი და-ძმების და დედა ძაღლის გადარჩენის ამსახველი ფოტომასალა. თბილისი, 2009 წ.

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თუ თქვენ არ გაქვთ ცხოველის აყვანის პირობები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ GSPSA-ს “დისტანციური პატრონაჟის” პროგრამაში. 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

 

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/