ცხოველების გაჩუქება. ყოველ კვირა დღეს. თბილისი, ბუკიას ბაღი

ცხოველების გაჩუქებაყოველ კვირა დღეს  თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარდება ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქცია.

ღონისძიება იმართება თავშესაფრებიდან უპატრონო შინაური ცხოველების გაჩუქების მიზნით.

აქციებზე თბილისის მუნიციპალური, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” და სხვა ცხოველთა თავშესაფრებიდან გასაჩუქებლად გამოყვანილები იქნებიან ლეკვები, კნუტები, ახალგაზრდა ძაღლები და კატები, რომლებმაც თავშესაფარში გაიარეს შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება. ახალ პატრონებზე გაფორმდება და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობები. დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწევათ კონსულტაციები, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები.

მუნიციპალური სამსახურისა და GSPSA – ინიციატივით 2013- 2015 წლებში, თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ჩატარდა 47 აქცია და გაჩუქდა 266 ლეკვი და კნუტი. აქციების შეწყვეტის მიზეზი გახდა 14 ივნისის სტიქია, რამაც გამოუსწორებელი დანაკლისი გამოიწვია. ამჯერად, კი აქციები უკვე განახლდება ბუკიას ბაღში, რომელიც უკვე ცნობიალია ცხოველთამოყვარული საზოგადოებისათვის აქ მიკედლებული და ბინადარი ცუგოების გამო.  ბუკიას ბაღში უპატრონო ცხოველების გაჩუქების პირველი ღონისძიება გაიმართა 2016 წლის 4 აპრილს.

თავშესაფრებიდან უპატრონო ცხოველების გაჩუქების პროგრამის ფარგლებში აქციები გაიმართება ბუკიას ბაღში ყოველ კვირა დღეს.

არ იყიდო, იშვილე!

აქციის ორგანიზატორები:

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA
www.gspsa.org.ge
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“
http://www.animalsmonitoring.ge/

პროგრამის მხარდაჭერა:
Facebook – “ბუკიას ბაღის ცუგების” ადმინისტრატორთა გუნდი

2013, 2014 და 2015 წელს თბილისის ზოოპარკში ცხოველების გაჩუქების პროგრამით ჩატარებული აქციები იხილეთ ლინკზე:
https://www.facebook.com/cxovelebisgachuqebisprograma/?ref=bookmarks

2016 წელს ბუკიას ბაღში ცხოველების გაჩუქების აქციები:
2016 წლის 4 აპრილი – ცხოველების გაჩუქების აქცია
2016 წლის 22 მაისი – ცხოველების გაჩუქების აქცია

 

ბუკიას ბაღში ჩატარებული აქციების ფოტოგალერეა

This slideshow requires JavaScript.

 

კონტაქტი ორგანიზატორებთან:

სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

+995 598 33 35 55 – თაკო აბაშიძე – ანალიზის, ინფორმაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ააიპ “საქართველოს  ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” GSPSAკონტაქტი