ახალგაზრდა მამაკაცმა მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდო

2020 წლის 7 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook -ში გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომში, მე-12 სართულიდნ გადმოგდებულ ძაღლზე.

ჰასკის ჯიშის ფეხმძიმე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.
ძაღლი გადმოყვანილია თბილისში ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამჟამად ძაღლს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც დაზუსტდება სამართლებრივი კვალიფიკაცია.

Primetime.ge -ზე გამოქვეყნებული ინფორამაციით ირკვევა, რომ „პოლიციამ მოახდინა მოქალაქის იდენთიფიცირება. პირი უკვე გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში.  გამოძიება 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს,  რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია“, – განუმარტეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს. ძაღლს ხვალ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდება. უკვე ცნობილია, რომ მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აქვს.