GSPSA

საგანგებო პროგრამა "დავეხმაროთ მიუსაფარს" ერთი თვის პერიოდზე ინფორმაცია

22 აპრილი 2020

GSPSA-ს საგანგებო პროგრამის „დავეხმაროთ მიუსაფარს“ ერთი თვის პერიოდზე ინფორმაცია:

  • პროგრამის ფარგლებში 20 მარტიდან ერთი თვის პერიოდისთვის შემოწირულმა თანხამ ჯამში შეადგინა  5741.00 ლარი.
  • ამ პერიოდში მიუსაფარი ცხოველებისთვის შეძენილი იქნა საკვები 3861.00 ლარის ოდენობით, რაოდენობრივად 1,5 ტონამდე.
  • მედიკამენტები და სხვა საჭირო საშუალებები  300.00 ლარამდე
  • აპრილის თვის ბოლომდე დარჩენილი თანხით შეძენილი იქნება დამატებით დაახლოებით ერთ ტონამდე საკვები.
  • პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად GSPSA-ს მფარველობისა და კონტროლქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 300 ერთეულამდე (თბილისის რამდენიმე უბანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და რამდენიმე სოფელი). იგეგმება კიდევ დამატებით სხვა რაიონებში დახმარება, რაც დამოკიდებული იქნება ფინანსურ და მატერიალურ რესურსებზე.

ვინაიდან არსებული გლობალური კრიზისით გამოწვეული მდგომარეობა გაურკვეველია და არავინ იცის, თუ როდემდე დასჭირდებათ მიუსაფარ ცხოველებს მსგავსი სახის საგანგებო დახმარება ყველას გთხოვთ შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ყოველგვარი საკვები წყაროს გარეშე არიან დარჩენილები მხოლოდ ადამიანების დახმარების იმედად.

ვიდეო გადაღებულია ზუგდიდში

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ საქველმოქმედო, საგანგებო პროგრამა “დავეხმაროთ მიუსაფარსმიმდინარეობს 2020 წლის 20 მარტიდან.

პროგრამა მიზნად ისახავს კორონა ვირუს COVID-19-ის კრიზისისა და გლობალური პრობლემების გამო გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარებას და მათი ურთულესი ყოფის შემსუბუქებას. ძირითადად ყურადღება გამახვილდება საქართველოს იმ რეგიონებზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია და საჭიროებს დაუყონებლივ დახმარებას.

პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს წევრებისა და მოხალისეების ჩართულობით მიმდინარეობს თბილისის რამდენიმე უბანსა და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი მიუსაფარი ცხოველების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვებით და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. საკვები განსაზღვრული რაოდენობის ცხოველებს მიეწოდებათ ყოველდღიურად.

ამ თემაზე:

 GSPSA-ს პროგრამა "დავეხმაროთ მიუსაფარს"

"დავეხმაროთ მიუსაფარს" პროგრამის მიმდინარეობა.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ თქვენთვის სასურველი მეთოდით. გადმორიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა "მიუსაფარი ცხოველებისთვის"
.
შემოწირულობა
© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram