ტრავმირებული დედა ძაღლის ლეკვები/გაჩუქდნენ

6 ივლისის მონაცემებით, ყველა ლეკვის გამოუჩნდა მზრუნველი და ყურადღებიანი პატრონი. 


სასწრაფოდ ჩუქდებიან ტრავმირებული დედა ძაღლის ლეკვები!

ლეკვები არიან მეტისები (ანუ არ არიან ჯიშიანები)  ლეკვები დაიბადნენ 2 ივნისს. მათი დედისგან მოშორება და წაყვანა შესაძლებელია 28 ივნისიდან.  ლეკვები არიან სრულიად ჯანმრთელები.  არის 5 ხვადი და 3 ძუ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დედა ძაღლი არის ტრავმირებული, მანქანის შეჯახებისას მას დაუზიანდა ხერხემალი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ). ვერ დგება ფეხზე და ძალიან უჭირს ლეკვების მოვლა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი სასწრაფოდ დაბინავება ოჯახებში. დედა ძაღლი და ლეკვები ამ ეტაპზე იმყოფებიან GSPSA-ს თავშესაფარში და მათზე ხორციელდება მაქსიმალური ყურადღება და მომსახურება.

ვისაც სურს, რომ აიყვანოს ლეკვი უნდა გაეცნოს ცხოველის გაჩუქების წესს და  შეავსოს ცხოველის აყვანის განაცხადის ფორმა და გადმოგვიგზავნოთ.

ამ ლეკვების აყვანის შემთხვევაში თქვენ ასევე დაეხმარებით ტრავმირებულ დედ ძაღლს.

 

 

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  თავშესაფრისა და მიუსაფარ ცხოველებს: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
მიმღების დასახელება (ინგ): GEORGIAN SOCIETY FOR THE PROTECTION AND SAFETY OF ANIMALS
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/

—————————————————————

ინფორმაცია დედა ძაღლზე და ლეკვებზე:

2017 წლის 8 ივნისს, თბილისში, ბავშვებმა ტრასაზე აღმოაჩინეს ტრავმირებული ძაღლი და  დარეკეს GSPSA-ს ცხელ ხაზზე. როგორც გაირკვა, ძაღლს დაარტყა მანქანამ  და მიიმალა. ორგანიზაციის მიერ ადგილზე მოხდა ძაღლის დაწყნარება და დათვალიერება. ძაღლს აღენიშნებოდა მძიმე ტრავმები, სხეულის დაზიანებები.

ძაღლს ეტყობოდა რომ ჰყავდა ლეკვები თუმცა არავინ იცოდა მათი ადგილმდებარეობა. უბანში მაცხოვრებელი ბავშვების მიერ მოხდა ტერიტორიის დათვალიერება ლეკვების აღმოჩენისათვის, ტერიტორია კი საკმაოდ დიდია. ტრავმირებული ძაღლის მეგობარმა ძაღლმა ბავშვები მიიყვანა ფერდობზე, ბუნაგთან. ბუნაგი წარმოადგენდა დაახლოებით 2 მეტრამდე გათხრილ სოროს, საიდანაც ისმოდა ლეკვების ხმა. ვინაიდან ხელით ვერ მოხერხდა  ლეკვების გამოყვანა, გამოძახებული იყო ცხოველთა მონიტორინგის ჯგუფი, რომლებმაც შესაბამისი იარაღების საშუალებით გამოიყვანეს ლეკვები.

 

ორგანიზაციის წევრთა მიერ  ძაღლი გადაყვანილი იქნა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა.   დაადგინა მძიმე დაზიანება ხერხემლის შუა ნაწილზე. ძაღლი ფეხზე ვეღარ დგება.

 

 

 

ბუნაგში აღმოჩნდა დაახლოვებით 16 დღის 8 ლეკვი. ტრავმირებული ძაღლის და ლეკვების გადაყვანა მოხდა GSPSA-ს თავშესაფარში. დედა ძაღლი დაწყნარდა, მას ჩაუტარდა ვეტერინარის მიერ დანიშნულება. ტრავმა ძალიან სერიოზულია. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება. ამავე დროს რენტგენის ფოტო-ზე გამოჩნდა რომ ძაღლის ორგანიზმში არის რამოდენიმე ადრე ნასროლი ტყვია.

 

 

 

GSPSA  მადლობას მოახსენებს ვეტერინარულ კლინიკა აიბოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და იმ ბავშვებს და ქალბატონებს, რომლებმაც ნახეს ძაღლი და შემდეგ აღმოაჩინეს ლეკვები.