GSPSA

ლეკვების გაჩუქება თბილისის ზოოპარკში

27 მაისი 2013

2013 წლის 26 მაისიდან თბილისის ზოოპარკში "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მიერ დაიწყო პროგრამა, რომელიც შეეხება ცხოველთა თავშესაფრებიდან უპატრონო ძაღლის ლეკვების და კატის კნუტების გაჩუქების ღონისძიებებს. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება თბილისის ზოოპარკში ყოველ კვირა დღეს. პირველი ღონისძიება გაიმართა 26 მაისს. გასაჩუქებლად გამოყვანილები იყვნენ ლეკვები GSPSA - ს და და ქ.თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ცხოველების თავშესაფრებიდან.

პროგრამის მიზანია თავშესაფრებში დიდი რაოდენობით ბინადარი უმწეო ცხოველების გაჩუქება. თავშესაფარებში მუდმივად არის ლეკვების და კნუტების დიდი რაოდენობა. ხოლო მათი სტერილიზაცია და უკან დაბრუნება ვერ ხერხდება ასაკის გამო, ამიტომ პატარა ლეკვებისათვის თავშესაფრის დატოვება მხოლოდ გაჩუქების შემთხვევაში ხდება. მაგრამ მსურველთა რიცხვი ძალიან მცირეა. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების მიზნით საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ზოოლოგიურ პარკში ლეკვების გაჩუქების ღონისძიებას ყოველ კვირა დღეს.

სავარაუდოდ, ყოველ კვირა დღეს თავშესაფრებიდან მოყვანილი ცხოველების რაოდენობიდან შესაძლებელია გაჩუქდეს საშუალოდ 5 ცხოველი, რაც დაახლოებით წელიწადში 200–250 ცხოველის გაჩუქების შესაძლებლობას მოგვცემს. ან ღონისძიებით ხალხი ასევე უკეთესად გაიცნობს ამ საკითხს, უფრო ჰუმანურს გახდის საზოგადოების აზროვნებას.

ცხოველების გაჩუქების პროგრამის ორგანიზატორია „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ - GSPSA. პროგრამის ავტორი, გენერალური მენეჯერი და კოორდინატორია, GSPSA-ს თავმჯდომარე ქალბატონი ადელინ მირეი სანგ.

თბილისის ზოოპარკში ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქციები ტარდება ყოველ კვირა დღეს  12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

ღონისძიებაში მონაწილე იურიდიული პირები:

• "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA

• ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო (მუნიციპალური თავშესაფარი)

ხელშემწყობი პირები:

თბილისის ზოოპარკი.  კომპანია "ინვეტი"

 

ღონისძიების ინფორმაცია  - Facebook

ცხოველების გაჩუქების პროგრამა / GSPSA's animal adoption program

ღონისძიების ლოგო

პირველი ღონისძიება - 26/05/2013

  

  

  

  

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram