რადიო ”თავისუფლება” – სტუმრად ჩვენს ეთერში თეიმურაზ წიქორიძე

2009 წლის 05 ოქტომბერს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიამ ცხოველთა დაცვის თემასთან დაინტერესების გამო მიიწვია “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე.

 

რადიო თავისუფლება:

სტუმრად ჩვენს ეთერში: თეიმურაზ წიქორიძე
05.10.2009

ავტორი ნიკო ნერგაძე
”რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე სტუმრობდა. ის ლაპარაკობდა 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ საპროტესტო აქციაზე. თეიმურაზ წიქორიძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერიის მიერ მაწანწალა ძაღლების რაოდენობის შემცირების პროგრამა არაეფექტურია, რადგან დახოცილი ძაღლების ადგილს მალევე იკავებენ გარეუბნებიდან შენოსული ცხოველები, რომლებიც ადამიანების მიმართ უფრო მტრულად არიან განწყობილნი. ასევ, ის ამბობდა, რომ ცხოველების დაჭერის ამჟამინდელი ხერხები მეტისმეტად სასტიკია და არ არის შესაბამისი საერთაშორისო ნორმებთან.”

რადიო ”თავისუფლება” – ლინკი