რუსკა – მეტისი, ძუ

ჯიში – მეტისი
სახელი – რუსკა
სქესი – ძუ
დაბადების თარიღი – 05.2017

ხასიათი: თვინიერი, მხიარული, ჭკვიანი.

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ტრავმის შედეგად ამპუტირებული უკანა კიდური.

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება მხოლოდ უმაღლესი მოვლის პირობების გარანტიით.

ცხოველის თავშესაფარში მიღების თარიღი:   25/09/2017

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

2017 წლის 25 სექტემბერს GSPSA-მ მიიღო შეტყობინება ქ. მცხეთაში მანქანის შეჯახების შედეგად დაზიანებული ლეკვის შესახებ. მანქაქამ მას დაარტყა და მძღოლი ადგილიდან მიიმალა, ხოლო რუსმა ტურისტებმა ის გადაიყვანეს ტრასიდან და დაუკავშირდენ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას”. GSPSA-მ მოახდინა ლეკვის ტრანსპორტირება თბილისამდე, მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, დადგინდა წინა ფეხის დაზიანება და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, რომელიც საჭიროებდა ქირურგიულ ოპერაციას. ასევე ლეკვს აღენიშნებოდა სხვა დაზიანებებიც იგი  თავის არეში იყო დაკბენილიდა დაწყებული ჰქონდა ინფეცირება.

2017 წლის 29 სექტემბერს ლეკვს ჩაუტარდა ოპერაცია, ბარძაყის ძვლის მძიმე მოტეხილობების გამო საჭირო გახდა უკანა ფეხის ამპუტაცია.

ლეკვი იმყოფება GSPSA-ს თავშესაფრში სადაც გაივლის რეაბილიტაციას და გამოჯანმრთელების შემდეგ გაჩუქდება მზრუნველ და ყურადღებიან პატრონზე.

 

  

 

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  თავშესაფრისა და მიუსაფარ ცხოველებს: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენთიფიკაციო კოდი: 205171847
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/