Rustavi2 P.S. -უმოწყალოდ დახოცილი ძაღლები თბილისში და უპატრონო ცხოველების პრობლემები

 

უმოწყალოდ დახოცილი ცხოველების ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში – ბუჩქებთან დახოცილი ძაღლები, სამხედრო პირმა შეამჩნია. მან სურათები სოციალურ ქსელში ატვირთა, ადგილზე კი შესაბამისი სამსახურები და პოლიცია გამოიძახა. თუმცა ძაღლების მკვლელის რეალური ვინაობა ვეღარ დადგინდება, რადგან ლეშები სპეციალურ ბიო-თერმულ ორმოში ჩაიყარა და განადგურდა.

მკვლელის პოვნის რეალური შანსი, რომელმაც ძაღლებს განკითხვის დღე მოუწყო, სამართალდამცავებმა საკუთარი გულგრილობისა თუ უპასუხისმგებლობის გამო ხელიდან გაუშვეს. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ფაქტი დასჯადია.