გადარჩენილი მათ მიერ ვინც ზრუნავს

თბილისის ქუჩის ძაღლები – გადარჩენილი მათ მიერ ვინც ზრუნავს
GSPSA, მეტი ვიდრე თავშესაფარი

 

გამარჯობა! მე აბო მქვია და 4 წლის ვარ.
ერთ-ერთი 50 ბინადართაგანი, GSPSA-ს
ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარიდან, მხარდაჭერილი “საქართველოს ცხოველთა
დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”
მიერ. როგორც მე, ასევე ჩემ ბეწვიან მეგობრებს
ძალიან რთული წარსული გვაქვს გამოვლილი.
ყველა ჩვენგანი მსხვერპლია ადამიანის მხრიდან სისასტიკის, მაგრამ საბედნიეროდ  გაგვიმართლა და სხვადასხვა დროს გვიპოვა ადამიანთა გულისხმიერმა ნაწილმა შემდეგ კი  თავშესაფრი ჩვენ სახლად იქცა.

მზრუნველი სულები

თეიმურაზ წიქორიძე – ადამიანი, რომელმაც ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 2003 წლლიდან. ამავე წელს მან დააფუძნა ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარი, 2006 წლიდან კი ორგანიზაცია “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA. ეს ის პერიოდია, როცა ცხოველთა ყოფა საქართველოში წარმოუდგენლად მძიმე იყო.

თეიმურაზმა დათმო თავისი წარმატებული არქიტექტორის კარიერა და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ცხოველების კეთილდღეობისთვის და მათი უფლებებისთვის ბრძოლას.

ეს მარიამ შეყილაძეა – GSPSA – ს ერთ-ერთი წევრი, თანამშრომელი და ასევე მოხალისე.
თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ის დღე და ღამე მუშაობს რომ უკეთესი ცვლილებები შეგვიქმნას ცხოველებს.

მისი მოხალისეობრივი სამუშაო თავშესაფრის ბინადრებით არ შემოიფარგლება. ის ბევრ ადამიანს ეხმარება მიტოვებული და ნაპოვნი ცხოველების დაბინავებაში და გვიწევს შუამდგომლობას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვიპოვოთ სამუდამო მზრუნველი სახლები.

ალბთ შეამჩნევდით როგორ ფორმაშიც
ვართ. ვეტერინარ მარიამ მაღრაძის
დამსახურებით რთულია შეამჩნიოთ, რომ

ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარში

ხართ. ყოველდღიურად გასაოცარ შრომას
დებს ის ბატონ თემურთან ერთად ჩვენი
ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის.

 

მნახველებს ჩვენთან თავშესაფარში სტუმრობის
შესაძლებლობა ყოველდღიურად 12:00 – 15:00
საათის შუალედში აქვთ. მათ შეუძლიათ
მოგვეფერენ, ითამაშონ, გაგვასეირნონ და დრო
გაატარონ ჩვენთან. ამით ორივე მხარე კმაყოფილი
რჩება. ჩვენ ადამიანებს სტრესის მოხსნაში ვეხმარებით,
ისინი კი ჩვენ გვეხმარებიან ბნელი წარსულის
დავიწყებაში. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ ყველაფრით
უმეტესად უცხოელები არიან დაინტერესებულები.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სამყოფელში

GSPSA – მ იცის, რომ ჩვენ, ძაღლებს
გვჭირდება მობილურობა და სივრცე,
როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
ამიტომც ისინი უზრუნველგვყოფენ
თავისუფლებით და ეწინააღმდეგებიან
მთელი დღე ვოლიერებში გამომწყვდევის
იდეას. შესაბამისად, ყველას გვაქვს
თავისუფლად სასეირნო სივრცე
გამოყოფილი, რომ დავტკბეთ საკუთარი
დროით.

ეს გისოსები ის არ არის რაც ჩანს.
ისინი გამოიყენება მაშინ როცა ჩვენი
განცალკევებაა სააჭირო. დაყოფილები
ვართ ჯგუფებად, რადგან ყველა ჯგუფი
ერთმანეთთან ვერ ვმეგობრობთ, ან თუ
რამდენიმე ვიზიტორი ერთდროულად
გვსტუმრობს, სიხარულისგან გამოწვეული
ემოციების კონტროლი გვიჭირს და
“შემაწუხებლად” ემოციურები ვხდებით.
თავშესაფარში საათივით ვარ აწყობილები,
ყველამ ვიცით ვინ რომელ ვოლიერში როდის
უნდა  შევიდეთ და საჭლის დროს 1 წუთითაც
კი არ ვაცდენთ. ჩვენი ბიოლოგიური საათი
გერმანული სიზუსტით მუშაობს.

ყველას გვაქვს საკუთარი სახლები.
ახლები დაგვიმზადეს, მაგრამ
ზოგიერთი ჩვენგანი ძველ სახლს არ
ღალატობს, ამჯობინებს ახლით არ
შეცვალოს და შესაბამისად არც ჩამოგვართვეს.

 

 

 

ერთი დიდი ოჯახი

ჩვენ მრავალფეროვანი კომბინაცია ვართ,
ზოგი საკუთარი პარტონის მიერ
დასახიჩრებული და გამოგდებულია სახლიდან,
ზოგს მანქანამ გადაურა და მიატოვა, ზოგი
ლეკვობიდან დაბმული ფსიქოლოგიური
პრობლემებით იტანჯებოდა სანამ ლეკვობაში
გამობმულმა ჯაჭვმა ყელი არ გამოჭრა…
შორს, რომ არ წავიდეთ ჩვენ ყველას ერთი
რამ გვაქვს საერთო: წარსულში გამოვლილი
სირთულეები, რომლებიც გვაერთიანებს.

ჩვენ ყველას უნიკალური ხასიათი გვაქვს ამ დიდ ოჯახში.
უმეტესობა ერთმანეთს კარგად ვეწყობით, მაგრამ ჩვენმა
ბუნებრივმა ხასიათმა ჯგუფებად დაგვყო.

ზოგჯერ გაბრაზებულები ვართ, ზოგჯერ ვეჭვიანობთ, მაგრამ
მსგავსი შემთხვევები ადამიანების სამყაროშიც ჩვეულებაა.

               

ვოცნებობთ აქიდან წასვლას?

თავშესაფრის ბინადრების უმეტესი ნაწილი აქ ვრჩებით,
მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც პოულობს
მზრუნველ სამუდამო პატრონებს, მაგრამ სამწუხაროდ
ყველას არ გვერგო ეს ბედნიერება. გაჩუქება დამოკიდებულია
ჩვენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რეაბილიტაციის
პერიოდზე. ხშირად მონადირეებს აქვთ ჩვენი წაყვანის
სურვილი, მაგრამ საბედნიეროდ GSPSA-ს გუნდი
მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება ჩვენი სხვა ოჯახებში
დაბინავების საკითხს მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდება
და დეტალურად ამოწმებს. მონადირეები ნულოვანი ნდობის
ფაქტორით სარგებლობენ. ჩვენი მომავალი პატრონების ძიების
დეტალურ, საფუძვლიან პროცესებს თან სდევს გაჩუქების
შემდგომ მონიტორინგიც.

 

ფოტოჟურნალისტი – შერონ დე გრავე

პროექტი: თბილისის ქუჩის ძაღლები 2019

ფოტოგალერეა:

error

Stay in touch with us!