ანჟელიკა ტეჟადა: “როკისთან ერთად ყოველი დღე საგანძურია”

 

2006 წელს ამერიკიდან, თბილისში გადავედი საცხოვრებლად და ადგილის ცვლილებასთან ერთად მალევე აღმოვაჩინე GSPSA – სქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება. გავხდი მოხალისე და შემდგომში ორგანიზაციის წევრიც.

სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩვენი საყვარელი ბეწვიანი მეგობარი როკი, ან შეიძლება ისიც ითქვას, რომ მან მიპოვა მე. ყოველთვის მქონდა სურვილი შერეული ჯიშის დიდი ძაღლის შვილად აყვანის, ვინაიდან მათ  ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ გაჩუქების. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი და ჩემი გადაწყვეტილების დღე დადგა, როგორც ყოველთვის, გარშემორტყმული ვიყავი ძაღლებით, რომლებიც თავშესაფრის სივრცეში თავისუფლად დარბოდნენ. მათ ყველას ერთნაირად სურდათ ყურადღების მიქცევა, მე კი მაქსიმალურად ვცდილობდი სიყვარულის თანაბრად განაწილებას. რაღაც მომენტში კი, რატომღაც როკის თვალები ყველაზე ხმამაღლა ესაუბრა ჩემს გულს.

ჩვენი ოჯახის მოგზაურობის დაწყება მარტივი არ ყოფილა. პირველი პრობლემა, რომელსაც წავაწყდით იყო ბინა, რომელსაც ვქირავობდი თბილისში ყოფნის პერიოდში. ბინის მეპატრონეს არ სურდა ძაღლი სახლში მყოლოდა. უფრო მეტიც, რაღაც პერიოდი როკი ძალიან ავად გახდა და მას ხანგრძლივი სამედიცინო მკურნალობა დასჭირდა. ამ დაბრკოლებამ ჩვენ კიდევ უფრო დაგვაკავშირა ერთმანეთს. ის გახდა ჩემი ბეწვიანი შვილი, ჩემი ბედნიერების ნაწილი და მთავარი მიზეზი. როკის მკურნალობის პერიოდში, თემური იყო, როგორც ჩემი, ასევე როკის დამხმარე და ემოციური მხარდამჭერი. ჩვენ ვუყურებდით მისი გამოჯანმრთელების და მოძლიერების პერიოდს, მერე კი უკვე საბოლოოდ ჯანმრთელს.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოგვიწია აშშ-ში დაბრუნება. ეჭვგარეშეა, რომ ის ამ მოვლენის ნაწილი იყო და მას საქართველოში ვერ დავტოვებდი, ჩემი ცხოვრება მისი ყოფნის გარეშე ვერ დასრულდებოდა. ახლა, ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენი ცხოვრების ბევრი გადაწყვეტილება დამოკიდებულია როკიზე. ჩვენ სიამოვნებით ვგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას მასზე მორგებულად, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ის ბედნიერია. არის პერიოდები, როდესაც ერთ დღეზე მეტ ხანს გვიწევს მისი ჩვენ გარეშე სახლში დატოვება, რა თქმა უნდა საიმედო და მზრუნველ კომპანიონებთან, მაგრამ მაინც გვიჭირს. გარდა ამისა, ახლა, როგორც ხანდაზმული 11 წლის ძაღლი, მას უფრო მეტი მოთხოვნილებები და ამავდროულად შეზღუდვები აქვს. ეს მომენტები სამწუხაროდ გვახსენებს თუ როგორ სწრაფად გავიდა დრო.

ჩვენი ყოველი დღე საგანძურია.

მან ჩვენს ცხოვრებას უსაზღვრო სიხარული მოუტანა, შეავსო ჩვენი გული და გონება სიყვარულით. უფრო მეტიც, ის დაგვეხმარა შესანიშნავი მოგონებებისა და ისტორიების შექმნაში.
ყოველდღე, როდესაც სახლში ვბრუნდებით, მისი ყოფნა ათბობს ჩვენს გულებს და დიდწილად ის არის ჩვენს სახეებზე დიდი ნათების და ღიმილის მიზეზი.
ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს. დიახ, ძაღლების ენაზე, სამი ადამიანის და სხეულის ენა.

 

ჩვენ მას უფლებას ვაძლევთ ხშირად გვათქმევინოს უარი კომფორტზე.

დროდადრო გვიწევს რომ შევახსენოთ მას, ვინ არის ურთიერთობის ოსტატი, რადგან მერწმუნეთ, მისმა თვალებმა შეიძლება გული გაგიდნოს და ყველა გეგმაზე უარი გათქმევინოს. ამიტომ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ სიტუაციაში, როდესაც საკუთარ საწოლში თქვენთვის ადგილი არ არის, თქვენი საჭმელი უკვე შეჭამეს, თქვენი ფეხით სიარული 1 საათზე ხანგრძლივია. ჩვენ ხშირად, უყოყმანოდ ვრთავთ მას ნებას იყოს როლების განმკარგულებელი, ან თუნდაც ჩვენი კომფორტის ზონის მმართველი, ის ხომ ჩვენი ბეწვიანი ბავშვია.

მისი მეგობრობა,
მისი სიყვარული,
მისი არსებობა ძვირფასია და ცხოვრების შესანიშნავი საჩუქარი!

მადლობა თემურ და GSPSA – ს წევრებო!

 

ანჟელიკა ტეჟადა,

26 იანვარი, 2020 წელი.

 

_____________________________________________

ანჟელიკა ტეჯადა – GSPSA – ს წევრი.

ანჟელიკა GSPSA – ს წევრი არის 2007 წლიდან. მას უზომოდ უყვარს ცხოველები და დიდი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის და თავშესაფარის განვითარებაში.
ანჟელიკამ  GSPSA -ს თავშესაფრიდან აიყვანა ძაღლი, სახელად როკი, რომელიც დღემდე ამერიკაში ცხოვრობს მასთან ერთად და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილია!

როკი თავშესაფრის კარებთან იპოვა GSPSA-ს თავმჯრომარემ, თეიმურაზ წიქორიძემ, როცა ის 2 თვის ლეკვი იყო.

 

 

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

error

Stay in touch with us!