გასაიდუმლოებული ექსპერიმენტი ცხოველებზე

2010 წლის 16 ივნისს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ინტერნეტ ტელევიზიით www.itv.ge ჟურნალისტების ჯგუფმა ამხილა თბილისში ფიზიოლოგიის ინსტიტუტში უკანონობა, რაც გამოიხატება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების და თანამშრომლების მხრიდან ცხოველების (კატების) შესყიდვაში და მათზე ცდების ჩატარებაში, რაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგით მთავრდება. თბილისში არის რამოდენიმე სხვა ორგანიზაციაც, რომელიც არაოფიციალურად ატარებს ცდებს ცხოველებზე – კატებზე და ძაღლებზე. ძაღლების არაოფიციალური შესყიდვა ხდება მორფოლოგიის ინსტიტუტში.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მადლობას უცხადებს ინტერნეტ ტელევიზიის ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფს ამ ფაქტის გამოვლენისათვის.

GSPSA ახლო მომავალში დაგეგმავს ცხოველებზე სამედიცინო ცდების ორგანიზატორთა და ხელმძღვანელთა წინააღმდეგ აქციებს. აქციების ჩატარებამდე კი GSPSA საპროტესტო და გამაფრთხილებელი წერილით მიმართავს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სამართალდამცავ ორგანოებს.

 

ინტერნეტ ტელევიზიის სიუჟეტი იხილეთ აქ:

“გასაიდუმლოებული ექსპერიმენტი ცხოველებზე”