2014 წლის 29 სექტემბერი საქართველოში, ქ. რუსთავში ახალგაზრდების მიერ ცხოველისადმი სისასტიკე

ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს საქართველოში, ქ. რუსთავში 2014 წლის 29 სექტემბერს სამი ახალგაზრდის მიერ უსასტიკესი მეთოდით პატარა ლეკვის საზარელ მკვლელობას, კერძოდ განსაკუთრებული სისასტიკით ქვით ჩაქოლვას. ვიდეოში ნათლად სჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ახალგაზრდები უსუსურ ცხოველებს და საბოლოოდ მათ ქვებით ქოლავენ (ინფორმაციის საფუძველზე ეს იყო უსუსური თვალებაუხელელი ლეკვი). აღნიშნული ფაქტი შემზარავია და ნათლად ადასტურებს ამ ახალგაზრდების სადისტურ ქმედებებს. ეს პირები არა მხოლოდ ცხოველების მიმართ, არამედ საზოგადოებისათვისაც საშიშნი არიან. მათი სადისტური დამოკიდებულება, თან იმ უმწეო ცხოველების მიმართ, რომლებსაც მხოლოდ დახმარება და ჰუმანური დამოკიდებულება სჭირდებათ, ასახავს ამ სადისტების მიერ განსაკუთრებულ არაადამიანურ საქციელს.

რუსთავის პოლიციას სამი ახალგაზრდის მიერ თვალაუხელელი ლეკვის ცემასთან დაკავრებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოველთა მეგობრების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ლიკლიკაძემ მიმართა.

29 სექტემბერს რუსთავში ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონეებმა, რომლის სათვალთვალო კამერამაც წამების კადრები გადაიღო დაუკავშირდნენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნულზე განცხადება პოლიციაში 2 ოქტომბერს შეიტანა. მოკვლევა პოლიციამ იმავე დღეს დაიწყო, ახალგაზრდები ამოიცნეს და დაკითხეს.

საქმე იმ 18 წლის ახალგაზრდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული, რომელიც ძაღლის წამებისას ყველაზე მეტად აქტიურობდა. ეს მუხლი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი.

მაგრამ პროკურორმა ახალგაზრდას განრიდება შეუფარდა. ახალგაზრდა სადისტი პროკურატურამ არ სცნო დამნაშავედ და მხოლოდ მიესჯება 100 საათი საზოგადოების სასარგებლო იძულებითი სამუშაო.

მიუხედავად ცხოველრთა დაცვის ორგანიზაციების არაერთი მიმართვისა ქვეყნის ხელისუფლების სახელზე, სადაც ცხოველთადამცველები კატეგორიულად მოითხოვენ ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის და ცხოველთა დაცვის ევროპის კონვეციის რატიფიცირებას, ასევე ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღებას, დამატებას და გამკაცრებას ცხოველთა დაცვის სფეროში, უყურადღებოდ რჩება ხელისუფლების მიერ, ხოლო ამით სარგებლობენ ნაძირალა და სადისტი ადამიანები, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები ყურად არ იღებენ ინტელექტუალური საზოგადოების მოწოდებას და ხელს აფარებენ დამნაშავე პირებს.

საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს. ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა.

სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ხშირია ცხოველებისადმი სისასტიკე, რაზედაც სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ.

დამატებითი ინფორმაცია აღნიშნუ ფაქტზე:

სამოქალაქო პრესა – CIVIL PRESS

netgazeti.ge