მემორანდუმის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თბილისის მერიის საგანგებო სააგენტოს შორის

2013 წლის 4 აპრილს, უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღეს, ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-მ, “უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“–მ, “დოგ ორგანიზეიშენ ჯორჯია“–მ, “თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”–მ და ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ გააფორმეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ქ. თბილისში ცხოველთა დაცვის, გადარჩენის და მათი უფლებების დასაცავად.

2013 წლის 4 აპრილის მემორანდუმი

საქართველოში ცხოველთა დაცვის სფეროში პირველად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმების დოკუმენტი არასამთავრო სექტორსა და სახელისუფლებო ორგანოს შორის. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქუჩის ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხების მოგვარებასა და წინსვლაში.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივათ ანხორციელებენ ღონისძიებებს, ერთად მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე და თანამშრომლობენ თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამის სტრუქტურასტან (შინაური და გარეული ცხოველების რეგულირების ნაწილი): კონსულტატიები მუნიციპალური თავშესაფრის საკითხებზე, ვეტერინარების ტრენინგები, სტერილიზირებული, მარკირებული და ვაქცინირებული ცხოველების თავისუფლებაზე გაშვება, ცხოველთა გაჩუქება, ვეტერინარული მომსახურება, ქუჩის ცხოველების გადარჩენის ოპერაციები და ა.შ.

მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ფორმით თბილისის მუნიციპალიტეტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვაში ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით, რაც პირველ რიგში ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების  დამსახურებაა.