Sponsorhuset – ნულოვანი ხარჯი თქვენ და დახმარების ხელი ცხოველებს!

 

 

გაქვთ სურვილი, რომ დაეხმაროთ ცხოველებს?

გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ნულოვანი დანახარჯით შექმნათ დიდი ცვლილებები ცხოველების კეთილდღეობისთვის!

როგორ?

გაეცანით ინფორმაციას და ჩაერთეთ sponsorhuset.se -ს საქველმოქმედო პლათფორმაში!

საინტერესოდ ჟღერს?

მივყვეთ:

sponsorhuset.se   წარმოადგენს შვედურ რეგისტრირებულ „ქეშბექ“ კომერციულ საიტს. აღნიშნული საიტი მსოფლიოში პოპულარულია და მაღალი რეიტინგი აქვს, ვინაიდან ცნობილი კომერციების (ბრენდები, მაღაზიები, სხვადასხვა მომსახურებები და ა.შ) მხრიდან ხორციელდება ქველმოქმედება არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომელსაც მომხმარებელი შეარჩევს.

ამ საითის ორგინალურობა შემდეგში მდგომარეობს:

sponsorhuset.se -ზე განთავსებულია 600-ზე მეტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია (ბრენდი, მაღაზია და ა.შ). ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ ხელი შეუწყოთ GSPSAს თქვენს მიერ საიტზე განხორციელებული ნებისმიერი მოქმედების შემთხვევაში, იქნება ეს: თვითმფრინავის ბილეთის თუ სასტუმროს დაჯავშნა, რაიმე ნივთის შეძენა თუ სხვა… ამ შემთხვევაში sponsorhuset.se/gspsa/ თქვენს მიერ სასურველი მოქმედებისთვის გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი ქველმოქმედების მიზნით ერიცხება  GSPSA -ს.

sponsorhuset.se-ზე  რეგისტრაციით თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ სხვადასხვა  ნივთი, იყიდოთ თვითმფრინავის ბილეთი, დაჯავშნოთ სასტუმრო და ა.შ.

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA რეგისტრირებულია sponsorhuset.se-ზე, როგორც ქველმოქმედების მიმღები იურიდიული პირი.

ნებისმიერი გამოწერის განხორციელების შემთხვევაში თქვენ ერთვებით ქვლმოქმედებაში თქვენთვის შერჩეული ორგანიზაციის სასარგებლოდ.

SPONSORHUSET.SE – ზე  GSPSA-ს გვერდის ლინკი:  https://www.sponsorhuset.se/gspsa/

ამით თქვენ ეხმარებით GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარს და ორგანიზაციას!

პლათფორმის გამოყენება შესაძლბელია მარტივი რეგისტრაციის გავლით, რომლის გზამკვლევი ინგლისური და ქართული ვერსიები  მოცემულია ქვემოთ.

შევდივართ GSPSA-ს გვერდზე, რომელიც განთავსებულია sponsorhuset.se-ზე https://www.sponsorhuset.se/gspsa/ გავდივართ მარტივ რეგისტრაციას.

შემდეგ შევდივართ რეგისტრირებულ გვერდზე და ვშლით კომერციების გრაფას, საიდანაც ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს და ლოგოზე დაჭერით გადავდივართ საიტზე, საიდანაც ვიძენთ სასურველ ნივთს თუ მომსახურებას.

ამ მოქმედების შესრულებით თქვენ მიერ გადახდილი თანხის გარვეული პროცენტი ირიცხება ქველმოქმედების სახით  GSPSA-ში და ამავდროულად თქვენც გიბრუნდებათ თანხის ნაწილი უკან.

დეტალური გზამკვლევი საიტზე რეგისტრაციის გასავლელად იხილეთ ქვემოთ PDF ფაილის სახით.

     Sponsorhuset.seზე  რეგისტრაციის გზამკვლევი

  sponsorhuset.se – Guideline for registration