ტასიკო-მეტისი,ძუ

ჯიში – მეტისი
სახელი –ტასიკო
სქესი –ძუ
დაბადების თარიღი –05.2016
იდენფიცირება :
ხასიათი : თვინიერი, მხიარული, მოსიყვარულე, ერთგული
თავშესაფარში მიღების მიზეზი : პატრონს სურდა თავშესაფარში ჩაბარება
ჯანმრთელობის მდგომარეობა : ჯანმრთელი, ვაქცინირებული.

ლოკაცია: მცხეთა – GSPSA-ს ზედამხედველობით ოჯახში დროებითი შეფარება (შემფარებელი პაატა კორძაძე)

გაჩუქების პირობები : გაჩუქდება მხოლოდ საუკეთსო მოვლის პირობების გარანტიით. მიჩვეულია ცხოვრებას სახლში და  ეზოში.

ტასიკოს ისტორია:

ტასიკო იყო უსახლკარო ლეკვი, როცა პირველად იპოვეს ქუჩაში GSPSA – ს წევრებმა. მოვუარეს, გამოვკვებეს, წამოიზარდა, გასტერილდა, აიცრა და გაჩუქდა. რამდენიმე თვე ბედნიერად ცხოვრობდა  თავის პატრონთან, მაგრამ შემდგომ მის პატრონს პრობლემები შეექმნა  და ტასიკოს თავშესაფარში ჩაბარება გადაწყვიტა. როგორც კი ტასიკოს შემფარებელმა  ეს ამბავი შეიტყვეს წამოიყვანეს ტასიკო. ტასიკოს ერთი საოცარი თვისება აქვს, ეზო რა სიმაღლეზეც არ უნდა იყოს შემოსაზღვრული აუცილებლად გამონახავს გზას, აძვრება ღობეზე და გაიქცევა.  მოივლის ყველაფერს და  სახლში ბრუნდება.