თბილისში თვითმხილველის მიერ დაფიქსირდა ჩინელების მიერ ძაღლების მოკვლისა და ჭამის ფაქტები

სოციალურ ქსელში ელექსტრონული მედია “თავისუფალი ზონა” 2016 წლის 20 მაისს აქვეყნებს სტატიას და მის მიერ მოპოვებულ ვიდეომასალას თბილისში თვითმხილველების განაცხადით ჩინური კომპანიის წარმომადგენლების მიერ ძაღლების სასტიკად მოკვლისა და ჭამის შესახებ.

სტატია უცვლელი ტექსტით:

გთავაზობთ თამაზ ელიზბარაშვილის სტატუსს და ,,თავისუფალი ზონის” მიერ მოპოვებულ ვიდეომასალას ძაღლების ჭამასთან დაკავშირებით:

ჩინური კომპანიის “გილშენი” მუშები გაიფიცნენ!

გუშინ თავშესაფარს დაუკავშრდა “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელი ჯემალ სეფიაშვილი. მისი თქმით, მას ჩინური კომპანიის “გილშენი“ გაფიცული თანამშრომლები დაუკავშირდნენ.
როგორც გაირკვა, თბილისის ზღვის მიმდებარედ მშენებარე “ოლიმპიური სოფლის” ქართველ თანამშრომლებს შესაბამის ანაზღაურებას არ უხდის ამ კომპანიის ხელმძღვანელობა. მათ არც კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და არც სხვა ოფიციალური დამადასტურებელი საბუთი მოეპოვებათ, შესაბამისად, მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. სწორედ ამან განაპირობა მუშების პროტესტი. გარდა ამისა, მუშების თქმით, მათ საერთო საცხოვრებელში საშინელი ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია. საინფორმაციო საიტი ,,თავისუფალი ზონა“ აქვეყნებს ვიდეორგოლს, სადაც მუშები საუბრობენ თავიანთ გასაჭირზე. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენს მკითხველს შეუძლია იხილოს ამ ბმულზე.

ახლა დავუბრუნდეთ თავშესაფარში ჯემალ სეფიაშვილის დარეკვის მიზეზს.
მას და ადგილზე მისულ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებს, უამრავი ლეკვი დახვდათ. როცა იკითხეს, თუ რატომ ჰყავდათ ამდენი დაბმული ლეკვი, მათი მხრიდან პასუხი ძალიან ბუნდოვანი იყო. ერთ-ერთი მუშის თქმით, ჩინელები ძაღლებსა და ლეკვებს ღამით ატყავებენ და ჭამენ. ასევე არ ინდობენ უწყინარ კუებს. კუს ხორცს მიირთმევენ და მისი ჯავშნისგან კი ჩაფხუტებს აკეთებენო – ესეც თქვეს. ასეთი სისასტიკის შემყურე ბატონ ჯემალს პირველი რაც გაახსენდა, ჩვენთან დაკავშირება იყო.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ თავშესაფრის მეპატრონემ ჩვენი ოპერატიული ჯგუფი მაშინვე გაუშვა მითითებულ მისამართზე.
ჩვენს თანამშრომლებს მართლაც რომ საშინელი სანახაობა დახვდათ იქ. ყველა ლეკვი ჩასვეს მანქანაში და ჩვენთან გადმოიყვანეს. ის კუებიც გამოიყოლეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სავახშმოდ ჰყავდათ გამზადებული.
კუებს ძაღლების გამო ვერ შევიფარებდით, თან თავისუფლებაც არ წავართვით და ამიტომ საიმედო ადგილზე, დიდ, ტრიალ მინდორში გავუშვით.
ლეკვები კი ჩვენს ვოლიერში დავაბინავეთ.
თუ ვინმეს აქვს სურვილი ეს სიკვდილსხელიდანგამოცლილი ლეკვები მათი ოთხფეხა მეგობარი გახდეს, ველოდებით თავშესაფარში!”

Read more: http://www.tzona.org/post/tvitmxilvelebis-komentari-dzaglebis-chamastan-dakvashirebit#ixzz49GQVUlX5