თეთრო – მეტისი, ხვადი

ჯიში – მეტისი
სახელი – თეთრო
სქესი – ხვადი
დაბადების თარიღი – 2015

ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  უკანა კიდურის მოტეხილობა და დაზიანებები გავის ძვლებში

გაჩუქების პირობები: გაჩუქდება გამოჯანმრთელების შემდეგ მისი გადამრჩენის დასტურის შემთხვევაში.

ცხოველის თავშესაფარში მიღების თარიღი:   27/11/2017

 

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.

 

 

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლი ქუჩაში აღმოაჩინა ქალბატონმა მარიამ ქობულიამ, მან აიყვანა ცხოველი და მიმართა ვეტერინარულ კლინიკას სადაც ძაღლს ჩაუტარდა ოპერაცია. ძაღლს აღენიშნებოდა დაზიანებები გავის ძვლებში და უკანა კიდურის მოტეხილობა. ოპერაციის შემდეგ ძაღლი გადმოყვანილი იქნა GSPSA-ს თავშესაფარში, სადაც ის ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ გაივლის პოსტოპერაციულ პერიოდს.
ძაღლს ჰქვია “თეთრო”. არის თვინიერი და თბილი ხასიათის. გამოჯანმრთელების შემდეგ გაჩუქდება მზრუნველ და ყურადღებიან პატრონზე.

 

 

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ  თავშესაფრისა და მიუსაფარ ცხოველებს: 

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

ვალუტა: GEL, EUR ან USD
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება (ქარ): “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
საიდენთიფიკაციო კოდი: 205171847
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით. ცხოველის ან სხვა ცხოველების დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე: გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/