სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტზე

სოციალურ ქსელში 2020 წლის 31 მაისს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია ცხოველის (ძაღლის) წამება, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია აღნიშნული ცხოველის სიკვდილი.  როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები სწერენ ვიდეო აიტვირთა TikTok-ზე  ვინმე @ruslanibabaevi ანგარიშზე, მაგრამ ამავე დროს ვიდეო და პირის ანგარიში მაშინვე გაუქმნა, როგორც კი ფეისბუქის სოციალურ ქსელში ადამიანების მხრიდან მოჰყვა ადექვატური რეაგირება. აღნიშნული ვიდეოს შენახვა და ინფორმაციების გამოქვეყნება მოხდა სხვადასხვა პირის მიერ.

ვიდეოში ასახული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიერ ხდება ცხოველის წახალისება მეორე ცხოველის მოსაკლავად და ვიდეოს გადაღება.

GSPSA მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოიკვლიოს საქმე და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები.