ძაღლების უსაფრთხო დისტანციური დამაფრთხობელი

საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს საგანმანათლებო პროგრამის არ არსებობის, ასევე ბავშვობიდან არასწორი აღზრდის გამო პრობლემები აქვთ ძაღლებთან, ეშინიათ მათი. ცხოველებისადმი არასწორი მიდგომა და არაჰუმანური დამოკიდებულება (ჯოხის, ქვის და სხვა საგნების ხმარება, ყვირილი, ხელების ქნევა, ისტერიკა და ა.შ) ხშირ შემთხევაში იწვევენ ძაღლების ადექვატურ რეაგირებას და შესაბამისად ბუნებრივ აგრესიასაც. ბევრ შემთხვევაში ასეთი მოქალაქეები დაუყონებლივ მიმართავენ მუნიციპალურ სამსახურს და ითხოვენ ძაღლების “მოშორებას” და წაყვანას, თუმცა ეს პრობლემას არ ხსნის და შესაძლოა უფრო ამძიმებს კიდეც. არის რა თქმა უნდა სხვა ობიექტური მიზეზებიც, როდესაც ცხოველი გაღიზიანებულია თვით ადამიანებისგან და აგრესიასაც გამოავლენს. პრობლემა რთულია და შეუძლებელია ყველა მოქალაქე და ცხოველი დაცული იქნას.

ამ პრობლემის ნაწილობრივ და ჰუმანური წესით მოგვარების მიზნით “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პრობლემები ცხოველებთან, სთავაზობს მოწობილობას – პულტის შეძენას – ძაღლების დისტანციურ დამაფრთხობელს, რომელიც მოქმედებს ულტრაბგერითი ფუნქციით, აბსოლიტურად უსაფრთხოა ცხოველისათვის და ძალიან კონფორტულია.

ძაღლების უსაფრთხო დისტანციური დამაფრთხობელი

ძაღლების უსაფრთხო დისტანციური დამაფრთხობელი ულტრაბგერითი ფუნქციით და ორი სინათლის დიოდით.

მოწყობილობა არის განსაკუთრებულად კარგი საშუალება, რომელიც უპირველეს ყოვლისა გამოიყენება აგრესიული ძაღლებისგან თავდასაცავად. ეს არის ჰუმანური ხელსაწყო, რომლის ამოქმედებისთანავე (თითის დაჭერით შესაბამის ღილაკზე) ძაღლი ტოვებს ტერიტორიას და გარბის. მოწყობილობა (პულტი) არის მსუბუქი და კომპაქტური, უპრობლემოდ შეგიძლიათ შეინახოთ ჯიბეში ან ჩანთაში. მოწყობილობა ძალიან ეფექტურია, ვინაიდან ის მოქმედებს არა მარტო სმენით ორგანოებზე (ულტრაბგერითი ეფექტით), არამედ მხედველობაზეც (მკვეთრი მოციმციმე სინათლის 2 დიოდით). მოწყობილობას აქვს სამი პოზიცია: მაღალი სიძლიერე ( დაფრთხობისათვის), დაბალი სიძლიერე ( წვრთნისათვის) და განათება (ფანრის ფუნქცია).

აპარატი აბსოლიტურად უსაფრთხოა ცხოველებისათვის, მოქმედებს მხოლოდ ცხოველის სმენაზე და აშინებს მათ ულტრაბგერებით. ადამიანი ამ ბგერებს ვერ გებულობს, ამიტომ აპარატის ხმარება შეიძლება ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

აპარატის არის მარტივი ხმარებაში. აპარატის მოქმედება იწყება რეჟიმის არჩევით და შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით. აპარატი არის ეკონომიური. მისი ენერგო წყარო არის ოთხკუთხა ბრტყელი ელემენტი და ერთი ელემენტი ჰყოფნის დაახლოებით 500 აქტივაციას.

მოწყობილობის მუშაობა დამყარებულია ულტრაბგერითი გამოსხივების 25 კილოგერც სიხშირეზე, რომლის ზემოქმედება ერთ მეტრზე აღწევს 125 დეციბალს. ეს კი აბსოლიტურად საკმარისია იმისთვის, რომ თუნდაც იმოქმედოს გაბრაზებულ ცხოველზე სირბილის დროსაც.

რომ მოვახდინოთ ცხოველის დაფრთხობა, საკმარისია რეჟიმის ღილაკი დავაყენოთ სასურველ პოზიციაზე ( ავირჩიოთ შესაბამისი რეჟიმი). აპარატი უნდა მივმართოთ ცხოველისაკენ და ზედა ღილაკის საშუალებით ავამოქმედოთ, ულტრაბგერით სიგნალს ემატება მოციმციმე ორი დიოდის ნათება. ამ დროს აპარატი ნელნელა უნდა ავამოძრავოთ ცხოველისგან მარჯვნივ და მარცხნივ. შედეგად ცხოველი ჯერ შეშფოთდება, ხოლო შემდეგ გაიქცევა.

რეკომენდაციები აპარატის მოხმარებაზე:

• აპარატი განსაკუთრებულად ეფექტურად მოქმედებს აგრესიულ ძაღლებზე, რომლებიც არიან აღზნებული ან ძლიერ გაღიზიანებულები. ამავე დროს ძაღლი, რომელსაც აქვს გარკვეული დაავადებები, ან ცუდი სმენადობა, ან გაწვრთნილია ულტრაბგერებმა შესაძლოა მასზე არ იმოქმედოს. დამაფრთხობელის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ეს ალბათობა.

• არ შეიძლება ადამიანმა აპარატის ჩართული დინამიკი მიიტანოს ყურთან ახლოს, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სმენადობის დაქვეითება. დაუშვებელია აპარატის გადაცემა იმ პირისთვის, ვინც არ არის გაცნობილი ინსტრუქციას. დაუშვებელია აპარატის მიცემა მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოების გათვალისწინებით.

• არ გამოიყენოთ აპარატი თქვენს პირად მფლობელობაში არსებულ ძაღლებზე, ვინაიდან ძაღლი შესაძლებელია გაბრაზდეს პატრონზე. ამავე დროს უსაფუძვლოდ არ შეიძლება თქვენი ძაღლისაკენ მიმართოთ მოწყობილობა.

• აპარატის მოქმედების დროს არ დაფაროთ მისი გამოსხივება ტანსაცმლით ან ხელით.

• დაუშვებელია აპარატის კონსტრუქციაში შეიტანოთ რაიმე სახის ცვლილება/გადაკეთება.

• დაიცავით აპარატი ნესტისგან, ფიზიკური ზემოქმედებისგან და დავარდნისგან.

• არასდროს არ გამოიყენოთ აპარატი მშვიდობიან და არააგრესიულ ძაღლებზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური რეაქაცია.

• არასდროს არ გამოიყენოთ აპარატი იმ აგრესიულ ძაღლებზე, რომლებიც არიან ჩაკეტილ სათავსებში და არ აქვთ გაქცევის საშუალება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის შეშინება და თავდაცვის მიზნით შესაძლოა ცხოველი დაგესხათ თავზე.

ძაღლების დამაფრთხობელის ტექნიკური მაჩვენებლები:

მოწყობილობის კლასი   : მექანიკური (ხელით მართვა)

დაფრთხობის ტიპი: ულტრაბგერითი, მოციმციმე დიოდებით

ულტრაბგერითი ფუნქციის სიძლიერე: 125 დეციბალი (1 მეტრ დისტანციაზე)

მოქმედების არეალი:

• მაქსიმალური შორი მანძილი – 10 მეტრი,

• ოპტიმალური 4-6 მეტრი

სიხშირე: 25 კილოგერცი

რეჟიმები:

• ცხოველის დაფრთხობა

• წვრთნა

• ფანარი

• მოწყობილობის დამუხტვის წყარო: ოთხკუთხა ბატარეა 9B ტიპის (6F22)

• დენის მოხმარების მაჩვენებელი: 130 MA – მდე

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ რეკომენდაციას აძლევს იმ ადამიანებს, ვისაც სამწუხაროდ ეშინიათ ცხოველების, ან რაიმე პრობლემები აქვთ აგრესიული ძაღლებისგან თავის დასაცავად შეიძინონ და გამოიყენონ აპარატი – ძაღლების უსაფრთხო დისტანციური დამაფრთხობელი.

პირი, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს და გამოიყენოს მოწყობილობა, აუცილებელად უნდა გაეცნოს ამ ინსტრუქციას და გაიაროს ტრენინგი სპეციალისტთან, ვინაიდან არ მოხდეს ცხოველებისადმი არასწორი დამოკიდებულება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და არასასურველი შედეგები.

კონტაქტი: info@gspsa.org.ge