ტრავმირებული სეტერი GSPSA-ს თავშესაფარში

13433200_974496195999082_2800808245938461689_o2016 წლის 4 ივნისს GSPSA-ს თავშესაფარში მიღებული იქნა ლეკვი, სეტერი, ძუ, 4 თვის. ლეკვი პიროვნების მიერ აღმოჩენილი იქნა თბილისის ტრასაზე გადაგდებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო, ფეხი დაზიანებული და სისუსტე, რომელიც გამოწვეული იყო უჭმელობთ. ეს ლეკვი გადაგდებული იყო პატრონის მიერ, ვინაიდან ლეკვს ერთ ფეხზე აქვს ბეწვი გაპარსული და ეტყობა ნემსის კვალი, რაც მიუთითებს ვეტერინარულ მომსახურებაზე. ე.ი. მიიყვანა ვეტერინართან და მერე გადააგდო ტრასაზე. მუნიციპალური სამსახურის მიერ მოხდა ლაბორატორიული კვლევა.  მას აქვს დაზიანება ფეხის. სამწუხაროდ ნერვის დაზიანების გამო მოგვიწევს ფეხის ამპუტაცია. ჯერ ჯერობით  ვერ დგება ფეხზე. მიმდინარეობს ვეტერინარული მომსახურება და მისი მოძლიერება. ჩვენი მხრიდან კეთდება მაქსიმალური ამ ლეკვის გადასარჩენად.
სახელი დავარქვით ჯილდა.

100_2644  100_2643

13411826_974495945999107_6862584281304844518_o  100_2647