TV მთავარი – 01.10.2019

სამი ძაღლის მკვლელობის ფაქტი.

დახოცილი ძაღლების პატრონი (მიმკედლებელი) სამი დღის მანძილზე ეძებდა თავის გაუჩინარებულ ძაღლებს. საბოლოოდ კი მათ მიაგნო პატარა ხევში ჩაყრილებს და უკვე მკვდრებს. მის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია.

GSPSA-ს თავმჯდომარის ვარაუდით, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ძაღლები მოკლულები არიან ცეცხლსასროლი იარაღით სავარაუდოდ სხვა ადგილზე, ხოლო შემდეგ ხევში არიან გადმოყრილნი. სავარაუდოდ ძაღლებზე განხორციელდა “სპორტული ნადირობა” გართობის მიზნით.

სამართალდამცავების მიერ დახოცილი ცხოველები გადატანილ იქნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.