TV RUSTAVI 2 – კურიერი. დახოცილი ლეკვები თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში 15.06.2018

“ეს არის ცხოველისადმი სისასტიკე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!” – ნინი ბერუაშვილი, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” – GSPSA-ს წევრი

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დახოცილი ლეკვების ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში, რომელიც 16 წლის ტასო ლოსაბერიძემ ორი დღის წინ გადაიღო, ჩანს, როგორ კვდება ლეკვი, რომელიც სხვა ლეკვებთან ერთადაა ვოლიერში.

ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი ზურაბ ლატარია იძულებული გადა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა, ის სხვაგან არ წასულა, ისევ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში სხვა თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.