ვანო – ხვადი, მეტისი

 ჯიში – მეტისი
სახელი – ვანო
სქესი – ხვადი
იდენფიცირება:
დაბადების თარიღი – 2017
ხასიათი: თვინიერი, მოსიყვარულე,  ჭკვიანი.

თავშესაფარში მიღების მიზეზი:  ტრავმა
თავშესაფარში მიღების თარიღი:   17/03/2018

ჯანმრთელობის მდგომარეობა:  ტრავმირებული
სტატუსი:  უპატრონო

 

გაჩუქების პირობები:  რეაბილიტაციის შემდეგ, უმაღლესი მოვლის.

შემოწირულობა

ინფორმაცია (ისტორია) ძაღლზე იხილეთ ქვემოთ.
ფოტოები თავშესაფარში შემოყვანისას – 17/03/2018

 

  

2018 წლის 17 მარტს GSPSA-ს თავშესაფარში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული მეტისი.

დაზიანებულ ძაღლზე ინფორმაცია ორგანიზაციამ მიიღო ქ. ვანიდან. პირმა, რომელმაც ქუჩაში ნახა ტრავმირებული ძაღლი, მოახდინა დროებით შეფარება და ითხოვა ძაღლის დახმარება. ვინაიდან ქ. ვანში პრაქტიკულად არ არსებობს ვეტერინარული კლინიკა, GSPSA-მ უზრუნველყო მისი ჩამოყვანა თავშესაფარში.

ძაღლს 19 მარტს ვეტერინარულ კლინიკა “აიბო”-ში ჩაუტარდება რენტგენოლოგიური კვლევა.  დადგინდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დისტალური ნაწილის მოტეხილობა ცდომით და ფილტვის წინა ნაწილის დაჟეჟილობა.

 

ძაღლი მკურნალობას და სარეაბილიტაციო პერიოდ გაივლის თავშესაფარში, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი გაჩუქების თაობაზე.

GSPSA მადლობას უხდის “ვეტერინარული კლინიკა აიბოს” უანგარო და პროფესიონალური მომსახურებისათვის და იმ კეთილ ადამიანებს, რომლებმაც სხვადასხვა სახით მიიღეს მონაწილეობა ამ ძაღლის დახმარებისათვის.

ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ მოგაწვდით პერიოდულად.


ფოტოები ძაღლის აღმოჩენის ადგილზე.

 


ცხოველის აყვანის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ გაჩუქების წესებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

თავშესაფარი ფუნქციონირებს მხოლოდ შემოწირულობით.
გადარიცხვის დროს შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნობრიობა. http://gspsa.org.ge/donate/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე:

შემოწირულობა

კონტაქტი:  http://gspsa.org.ge/contact/