ცხოველთადამცველების და პროფესიონალების შეხვედრა მგლების დაცვის მიზნით.

2017 წლის 02 თებერვალს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“GSPSA-ს, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის – WWF -ის ურთიერთშეთანხმებით მოხდა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების (წარმომადგენელების) სამუშაო შეხვედრა მგლების რაოდენობრივ შემცირებასთან და მათ განადგურებასთან დაკავშირებული კანონპროექტზე რეაგირების მიზნით.  შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ და დაესწრნენ მკვლევარი და მეცნიერი ბატონი იასონ ბადრიძე  და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ბატონი გიორგი სულამანიძე.

101_3488 101_3503

101_3490 101_3500

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი და განსახილველად შესული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მომრავლებულ მტაცებელ ცხოველებთან (მგლებთან) დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

საქართველოს პარლამენტის საიტში 2017 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა ინფორმაცია “გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მტაცებელი ცხოველების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს”. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი თვლის, რომ საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლდა, რაზედაც მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს. მგლების რაოდენობის ზრდას, 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც თურმე შეუწყო ხელი. მისი თქმით, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირების შემდეგ პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ აქტიური მონადირეა, საკითხის მოგვარების, მგლების რაოდენობის რეგულირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მტაცებელი ცხოველები რაოდენობრივად ჩლიქოსნებზე გაცილებით მეტია. მისი ინფორმაციით, საქართველოში 2000-ზე მეტი მგელი ბინადრობს. კანონპროექტის ინიციატორ მოქალაქეს სურს, რომ „ნადირობის წესების დარღვევად აღარ ჩაითვალოს ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, “დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხერხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა… არის სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ასევე ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც.”

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციები მასმედიაში:

ლიბერალი – კანონები მგელზე და მგლის კანონები ტყეში”
IPRESS – “ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა”
IPRESS – “მტაცებელი ცხოველების რეგულაციის ინიციატივით პარლამენტს 20 წლის სტუდენტმა მიმართა”
რადიო თავისუფლება – “ირაკლი მაჭარაშვილი: მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბელარიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენო”
MTISAMBEBI.GE – “მტაცებელთა თავდასხმის პრობლემა არის და ის არ იცდის”
MTISAMBEBI.GE – ზურაბ გურიელიძე: “მგელს ასე ტოტლურად მსოფლიოში არსად სდევნიან”
TV IMEDI – მგლების შესახებ კანონპროექტი

დამოუკიდებლად, 2 თებერვლის შეხვედრაზე, ცხოველთადამცველებმა, ამ დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და პროფესიონალებმა იმსჯელეს  პარლამენტის კომიტეტის ამ საკონონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. მათ მიერ აღინიშნა, რომ პარლამენტის კომიტეტის მიერ მგლების დიდ რაოდენობაზე საუბარი საფუძველმოკლებულია. ამავე დროს უზუსტობებია ბევრ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ვინმე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი და განსახილველად შესული საკანონმდებლო წინადადება არ ემყარება რეალურ და ფაქტიურ მტკიცებულებებს. შესაბამისად გარემოს დაცვის კომიტეტი მოქალაქის წარმოდგენილი წინადადებაზე დაყრდნობით უძლურია რაიმე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, თუ არ მოუსმენს და საკითხს არ შეუთანხმებს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს, პროფესიონალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

შეხვედრაში მონაწილე პირებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმართონ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ საკითხის განხილვის შესახებ და პროფესიონალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განხილვაში ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს – “მოსაზრებები მტაცებლების რეგულაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.”

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ GSPSA დამოუკიდებლად თვლის, რომ აღნიშნული საკითხი, რომელიც შეეხება მტაცებელ ცხოველებთან (მგლებთან) დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას მასზედ ნადირობის გამოცხადების საბაბით, არის მონადირე/ბრაკონიერების მიერ კომიტეტში შემოგდებული თემა და მიზნად ისახავს გარკვეული პირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე  ნადირობა-დროსტარების შესაძლებლობის მცდელობას.  GSPSA ყურადღებას ამახვილებს იმ არსებულ გარემოებაზე, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი არის აქტიური მონადირე. შესაბამისად მისი მსოფლმხედველობა დაკავშირებულია ნადირობის პოპულარიზაციასთან. ბუნებრივია ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ხუციშვილმა თანამდებობა შეიძლება გამოიყენოს და მხარი დაუჭიროს მონადირეთა ინტერესებს. გამომდინარე აღნიშნულიდან GSPSA-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მონადირის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში უნდა მუშაობდნენ კომპეტენტური ადამიანები. რაც შეეხება კანონპროექტის ინიციატორს, ვინმე მოქალაქე გიორგი ლაბაძეს, ეს არის 20 წლის სტუდენტი და მის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ და რეალურ მტკიცებულებებს.

2 თებერვლის შეხვედრის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში იქნება შემდგომი კონსულტაციები და ერთობლივი მიმართვები ხელისუფლების მისამართით. ასევე გამოქვეყნდება პეტიცია მგლების დაცვის მოთხოვნით. ორგანიზაციები და სპეციალისტები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთობლივად დაამუშავებენ და გამოაქვეყნებენ საკანონმდებლო წინადადების შესახებ თავიანთ მოსაზრებებს და დამოკიდებულებას.

ფოტომასალა სოციალური ქსელიდან –  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი

83f3e0b83cd44feefaac92af7dacd111 ზაზა ხუციშვილის ფოტო

a6113_13741_1471285404349383