
2020 წლის “მსოფლიო ცხოველთა დღის” აღნიშვნისთვის PETA გერმანიის ოფისმა რამდენიმე თვით ადრე მხარდაჭერა გაუმოუცხადა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას“, ცხოველთა უფლებების დაცვისთვის მისაღწევ დიდ ბრძოლაში და მათ განხორციელებაში.
მსოფლიო ცხოველთა დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია-პერფორმანსი მოეწყო PETA (გერმანიის ოფისის) მხარდაჭერით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია. PETA ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს, სადაც ცხოველების ყოფა და მათ მიმართ გამოხატული სისასტიკე გრძელვადიანია, ესენია : ლაბორატორიები, საკვების, ტანსაცმლის და გართობის ინდუსტრიები.
„მსოფლიო ცხოველთა დღის“ ისტორია:
„მსოფლიოს ცხოველთა დღის“ პირველი აღნიშვნა მოხდა გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანის მიერ. მან შეაგროვა 5000მდე ადამიანი ბერლინის სპორტის სასახლეში. ის დაუღალავად შრომობდა, იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური. 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე. ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.