საქართველოში აღინიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე – 4 ოქტომბერი,

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისევე როგორც ყოველწლიურად, 2011 წლის 4 ოქტომბერს აღინიშნა ცხოველთა მსოფლიო დღე (ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე). ეს თარიღი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკი წმინდანის, ცხოველთა დამცველისა და მფარველის ფრანცისკ ასსიზსკის გარდაცვალების დღე.

2011 წელს საქართველო ოფიციალურად დარეგისტრირდა იმ ქვეყანათა ნუსხაში, სადაც რეგულარულად აღინიშნება ეს დღე
www.worldanimalday.org.uk

4 ოქტომბერს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ინიციატივით ქალაქ თბილისში, ვაჟა ფშაველას მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო აქცია ცხოველთა დაცვის დღესთან დაკავშირებით. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცხოველთადამცველებმა. ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების – „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება – GSPSA (თეიმურაზ წიქორიძე), „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ (ვახტანგ მამალაძე), საქველმოქმედო ფონდი „არგუსი“ (რუსუდან ხუნწარია), „უსახლკარო ცხოველების საზოგადოება“ (მარიამ ჩხიკვიშვილი), „ბუნების შვილები“ (წარმომადგენელი – გულო ფუტკარაძე), „ლიბო“ (ლაშა ჩხარტიშვილი) ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში ცხოველთა ყოფის მდგომარეობა და ისაუბრეს ცხოველთა გადარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქციის მონაწილეები გაეცნენ და ხელი მოაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილ მიმართვებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალური ორგანოების მიმართ.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს ცხოველთადამცველ საზოგადოებას მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საკითხებთან მიმართებაში.

  არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

  არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს