4 აპრილი – უპატრონო ცხოველების დღე GSPSA-მ აქციით აღნიშნა

2016 წლის 4 აპრილს თბილისში “ბუკიას ბაღში” ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA-მ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ”, მოხალისეებმა და ცხოველთადამცველებმა აქციით აღნიშნეს უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე და სოლიდარობა გამოუცხადეს  სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღის აღმნიშვნელ ცხოველთადამცველებს. 4 აპრილი არის უპატრონო ქუჩის ცხოველების დღე. ამ დღის მიზანია მათი დახმარება, გაჩუქება, საკვების მიწოდება, ალერსი და მათზე მზრუნველობა.

4 აპრილს გაჩუქდა 15 უპატრონო ლეკვი, რომლებმაც მუნიციპალური თავშესაფრში გაიარეს ვეტერინარული მომსახურება. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, ლეკვების ახალ პატრონებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ვეტერინარების, კინოლოგების და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაეწიათ კონსულტაციები. გაფორმდა სარეგიოსტრაციო მოწმობები.

აქცია წარმატებული იყო და ამ დღის მთავარი მისია შეასრულდა.

GSPSA მადლობას უცხადებს “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს”, მოხალისეებს, ცხოველთადამცველებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოველის კეთილდღეობა.

ღონისძიება Facebook-ზე

——————————————
ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე. ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა – http://www.strayanimalsday.org/

მსოფლიოში დაახლოებით 600 000 000 მეტი უპატრონო შინაური ცხოველია და მათ სჭირდებათ ყურადღება და დახმარება. ძაღლებს და კატებს უნდა ჰქონდეთ სახლი და მასზედ უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ მსოფლიოში ძალიან დიდ რაოდენობა უპატრონოა და ისინი ცხოვრობენ ქუჩაში. მათ აწუხებთ სიცივე, სიცხე, უწყლობა, უჭმელობა. ხშირად ისინი დაავადებული არიან. უპატრონო ქუჩის ცხოველები ხშირ შემთხვევაში იდევნებიან მოსახლეობისა და ხელისუფალთა მხრიდან, ხშირია მათ მიმართ სისასტიკე და არაჰუმანური დამოკიდებულება.

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის საშუალება, რომ თანავუგრძნოთ უპატრონო ცხოველებს, დავეხმაროთ მათ, მივცეთ სახლი და გავუწიოთ მზრუნველობა და პატრონაჟი.

ჩვენ მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოში ადამიანებს უპატრონო ცხოველებისადმი გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება, იზრუნონ მათზე, მისცენ სახლი და დაეხმარონ!

აქციის ანონსი Facebook-ზე

gundi

100_2110 100_2111

100_2112 100_2118

100_2126 100_2128

100_2129 100_2130

100_2137 100_2139

100_2152 100_2154

100_2161 100_2157

100_2166 100_2167

100_2172 100_2173

944870_1011793512235452_2504665016876036308_n 12938159_1011793382235465_1881947077671640197_n 12961697_1011793545568782_6670336052530567123_n