შეავსეთ ფორმა, მიუთითეთ თქვენთან საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით, როგორც კი თქვენ მიერ შემოთავაზებული დახმარების მიღება იქნება შესაძლებელი ჩვენი ორგანიზაციის ან თავშესაფარის მიერ.
GSPSA მადლობას გიხდით დახმარების სურვილის გამოხატვისთვის!
განმარტებები
ფინანსური დახმარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დახმარების სახეს ორგანიზაციის თავსესაფრის ბინადრებისათვის. კავშირის დაფინანსების წყაროებია: შემოწირულობები და კავშირის წევრთა მიერ განხორციელებული საწევრო და სხვა მიზნობრივი შენატანები. ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებათ გადადით ამ ბმულზე – შემოწირულობა.
მატერიალური და ნივთობრივი დახმარების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (ანკეტა), მიუთითონ საზოგადოებისათვის გადასაცემი დახმარების საგნები და მათი ღირებულება. ნივთობრივი და მატერიალური დახმარების სახეებია: ცხოველების ფურნიტურა, ჯამები, დასაგებები, მოვლის საშუალებები, ვოლიერები, და ა.შ. ასევე შესაძლებელია საზოგადოებას დაეხმაროთ ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით, საწვავით, ტანსაცმლით, უნიფორმებით და სხვა.
მორალური, ინტელექტუალური და პროფესიული დახმარება მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, ვინაიდან მხოლოდ ამ დახმარების საშუალებით შევებრძოლებით უკანონობას, ცხოველების მიმართ სისასტიკეს. მნიშვნელოვანია პროფესიონალი ჟურნალისტების, ვეტერინარების, ფსიქოლოგების, იურისტების, ზოოლოგების, ბიოლოგების,ეკონომისტების და სხვა სპეციალისტთა თანადგომა, ჩვენს ვებგვერდზე გამოხმაურებით.
ფიზიკური დახმარება – ცხოველებზე მზრუნველობა. საზოგადოებას ესაჭიროება პიროვნებები, რომლებსაც სურვილი აქვთ ორგანიზაციას დაეხმარონ ფიზიკური შრომით, განახორციელონ თავშესაფარში მყოფი ძაღლების მოვლა-პატრონობა, გასეირნება, დაალაგონ თავშესაფრის ტერიტორია. საზოგადოების წევრებთან ერთად გავიდნენ ცხოველების გადასარჩენათ, აღკვეთონ ცხოველთა მიმართ სასტიკი ქმედებები, საკვები მიაწოდონ უზედამხედველო ძაღლებსა და კატებს. ამ მხრივ ჩვენ განვიცდით ალტრუისტების, მოხალისეების უკმარისობას.
მედიკო-ვეტერინარული დახმარება. ცხოველთა დაცვის საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვეტერინარულ საქმიანობას. პრაქტიკულად ყველა დონეზე პროფესიონალი ვეტერინარის ჩარევაა საჭირო. ამ მხრივ ორგანიზაცია არ აქვს პრობლემები, ვინაიდან ჩვენს ქალაქში არიან პროფესიონალი ვეტერინარები, რომლებიც მზად არიან დღე-ღამის ნებისმიერ დროს, უანგაროდ მოგვემსახურონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პიროვნებები, ჩვენ უფრო მეტ ცხოველს მოვემსახურებით და ავღკვეთავთ იმ უგულო ე.წ. ვეტერინარების მოღვაწეობას, რომლებიც დღეში რამოდენიმე ათეულ ძაღლს კლავენ ფულის შოვნის მიზნით. საზოგადოებას ესაჭიროება სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატები.
საკვები პროდუქტებით დახმარება ჩვენი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. როგორც საზოგადოების თავშესაფარს, ასევე თბილისის და სხვა რიგ ქალაქების უზედამხედველო და მიკედლებულ ცხოველებს სჭირდებათ საკვები. ჩვენთან მიღებული საკვები გადანაწილდება გულისხმიერი,კეთილი ადამიანების ხელში, რომლებიც მზრუნველობენ უზედამხედველო ძაღლებსა და კატებს. საზოგადოება ამჟამად ღებულობს ამ დახმარების სახეს კეთილი ადამიანებისგან, მაგრამ რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ რამოდენიმე ძაღლის ულუფა გამოდის.
ინფორმაციულ დახმარებას საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ უნდა ვფლობდეთ ზუსტ და დროულ ინფორმაციას ცხოველთა დასახმარებლად, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთათ. ინფორმაციული დახმარების სახეს მიეკუთვნება ასევე ორგანიზაციის საიტის, სხვა ინტერნეტრესურსების გავრცელება-გაზიარება, რომ ხელი შეგვიწყოთ ცხოველთა უფლებების დაცვისათვის, მათი გადარჩენისათვის.