განსაკუთრებული სისასტიკით ნაწამები ძაღლი, რომელსაც თავი ნაჯახით ჰქონდა გაპობილი და ტომარაში იყო ჩაგდებული.

საქართველოში ხშირია ცხოველისადმი სისასტიკის ფაქტები. ამჯერად განსაკუთრებული სისასტიკე მოხდა ძაღლის მიმართ.

გამვლელმა  თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე 2019 წლის 8 იანვარს. შენიშნა ნაგვის კონტეინერებთან ტომარაში ჩაგდებული  ძაღლი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. თვითმხილველმა შეამჩნია ასევე, რომ ტომარაში ჩაგდებული ცხოველი მოძრაობდა. მან ადგილზე გამოიძახა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური. ცხოველი გადაყვანილი იქნა მუნიციპალურ თავშესაფარში. მიუხედავად ვეტერინარის დიდი მცდელობისა, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძაღლს თავის ქალის არეში აღენიშნებოდა დიდი ზომის ღია ჭრილობა, რაც სავარაუდოთ ნაჯახის დარტყმის შედეგად შეიძლება ყოფილიყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ვის ეკუთვნოდა ძაღლი ამ დრომდე დაუდგენელია. ფაქტის თვითმხილველები ჯერ არსად გამოჩენილან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდება ცხოველის სასტიკი წამებით მოკვლის ფაქტი უცნობია. ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი.

 

არასამთავრობოები რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვენ და აცხადებენ რომ სასჯელი ცხოველების არასათანადო მოპყრობის ფაქტზე განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს, ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ცხოველთა დაცვის საკითხზე ხელისუფლება რადიკალური ზომების მიღებისგან თავს იკავებს, ამ დრომდე არსებული კანონმდებლობა, მხოლოდ ფულად ჯარიმას ან რამდენიმე დღიან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას გულისხმობს, თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ განსაკუთრებულ და ისიც უიშვიათეს შემთხვევაში ხდება. ამიტომაც ცხოველების უფლებადამცველები კანონმდებლობის შეცვლის ინიციატივით გამოდიან.

GSPSA მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტი იქნას გამოძიებული, დადგინდეს დამნაშავე და გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული ზომები.

ამავე თემაზე – ტელეკომპანია “რუსთავი 2” – კურიერი 9 საათზე