„ზოომარტის“ ქველმოქმედება GSPSA-ს თავშესაფარს და მიუსაფარ ცხოველებს


%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90„ზოომარტის
მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 2016 წლის 13 დეკემბერს ქველმოქმედების სახით ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-GSPSA-ს უპატრონო ტრავმირებული ცხოველების თავშესაფრის ბინადრებისათვის და სხვა მიუსაფარი ცხოველებისათვის გადაეცა ძაღლის მშრალი საკვები „ედვანსი“ (Advance Veterinary Diets – 10 ტომარა, სულ 900 ლარის ღირებულების). აღნიშნული საკვები არის სამკურნალო თვისებების  და ფართოდ გამოიყენება ცხოველებისათვის.

აღსანიშნავია, რომ „ზოომარტის“ მაღაზიათ ქსელის მიერ უკვე რამოდენიმეჯერ განხორციელდა ქველმოქმედება უპატრონო ცხოველების დასახმარებლად.

სულ მალე, ახალი წლიდან, „ზოომარტის“ მაღაზიათა ქსელში დიწყება მუდმივმომქმედი აქციები მიუსაფარი ცხოველების დახმარების მიზნით.

GSPSA მადლობას უცხადებს „ზოომარტის“ ხელმძღვანელობას ქველმოქმედებისათვის !

101_3334 101_3335