“ზოომარტის” და GSPSA-ს საქველმოქმედო პროგრამა “დაეხმარე თავშესაფრის ცხოველებს საკვებით!

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”-GSPSA-სა და კომპანია „სმარტ დისტრიბუშენ“-ის (ზოომარტი) ერთობლივი გადაწყვეტილებით 2017 წლის 5 მარტიდან „ზოომარტის“ სავაჭრო ქსელში დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა: “დაეხმარე თავშესაფრის ცხოველებს საკვებით!”. პროგრამა მიზნად ისახავს თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველებისათვის საკვებით დახმარებას.

პროგრამა მუდმივმომქმედია და ნებისმიერ პირს ეძლევა საშუალება ნებისმიერ დღეს მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში, ანუ შეიძინოს საკვები და დატოვოს მარკეტში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დახმარების მიზნით. ქველმოქმედების მიზნით შეძენილი პროდუქცია  გადაეცემას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას”  თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად.

 

ამისთვის საჭიროა:
√   მობრძანდეთ ზოომარტში;
√   კონსულტანტი შეგარჩევინებთ პროდუქციას თავშესაფრისათვის, რომელის შეძენასაც ამ მიზნით შეძლებთ სპეციალურ ფასებში;
√   შეძენილი პროდუქცია დატოვოთ მაღაზიაში სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე.

 

5 მარტს GSPSA-ს წარმომადგენლებმა და ზოომარტის მენეჯერთა გუნდმა ერთობლივად მონაწილეობა მიიღეს პროგრამის გახსნის ცერემონიალში.

GSPSA მადლობას მოახსენებს ზოომარტის ხელმძღვანეობას, რომელმაც პროგრამის ფარგლებში განახორციელა 5 ტომარა ძაღლის მშრალი საკვების შემოწირულობა. საკვები ამ დღეს უკვე განთავსებული იყო სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

პროგრამის პირველი მონაწილე გახდა უცხოელი ქალბატონი აისა ნოულარდი, რომელმაც შეიძინა საკვები თავშესაფრისა და მიუსაფარი ცხოველების დახმარების მიზნით.

 

 

 

 

პროგრამის გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობა მიიღო GSPSA-ს თავშესაფრის ბინადარმა სამფეხა ძაღლმა “კიარა”-მ . “კიარა” უკვე რამოდენიმე თვეა “ზოომარტის” შემოწირულობით არსებობს.


„ზოომარტი“ და „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“  მადლობას გიხდით ქველმოქმედებისათვის !

პროგრამა ფუნქციონირებს ” ზოომარტის” ცენტრალური მარკეტში (თბილისი, გივი კარტოზიას ქ. #6)

This slideshow requires JavaScript.