“ზოომარტი”-ს მორიგი ქველმოქმედება GSPSA-ს ძაღლების თავშესაფარს

2019 წლის 8 ნოემბერს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარს ეწვია “ზოომარტის” დამფუძნებელი  თორნიკე ელიზბარაშვილი თავის გუნდთან ერთად. მათ დაათვალიერეს თავშესაფარი და გაიცნეს ბინადარი ცხოველები.

“ზოომარტის” მხრიდან თავშესაფარს გადმოეცა  სუპერ-პრემიუმ კლასის მშრალი საკვები.

“ზოომარტი” და GSPSA  უკვე რამოდენიმე წელია ურთიერთთანამშრომლობენ და ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს ცხოველების კეთილდღეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ზოომარტის“ მხრიდან მუდმივად  ხორციელდება ქველმოქმედება უპატრონო ცხოველების დასახმარებლად.  “ზოომარტი”  GSPSA-ს და ცხოველების გამორჩეული მეგობარი კომპანიაა, რომელიც მუდამ მზადყოფნაშია დაეხმაროს თავშესაფარს და  ქუჩის უპატრონო ცხოველებს.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მადლობას უხდის “ზოომარტის”  გუნდს დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის!