GSPSA-ს “დავეხმაროთ მიუსაფარს” პროგრამის მიმდინარეობა

2020 წლის 20 მარტიდან „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ დაიწყო საქველმოქმედო, საგანგებო პროგრამადავეხმაროთ მიუსაფარს”.

პროგრამა მიზნად ისახავს კორონა ვირუს COVID-19-ის კრიზისისა და გლობალური პრობლემების გამო გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი მიუსაფარი ცხოველების საკვებით დახმარებას და მათი ურთულესი ყოფის შემსუბუქებას. ძირითადად ყურადღება გამახვილდება საქართველოს იმ რეგიონებზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია და საჭიროებს დაუყონებლივ დახმარებას.

პროგრამის ფარგლებში GSPSA-ს წევრებისა და მოხალისეების ჩართულობით დაწყებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების შეძენა და ცხოველებისთვის ყოველდღიურად მიწოდება.

გაკრვეული რაოდენობის ძაღლის და კატის მშრალი საკვები GSPSA-ს წარმომადგენლის მიერ გადაეცათ მოქალაქეებს ზუგდიდის მიმდებარე სოფლებში და გარეუბნებში ბინადარი მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად.

GSPSA-ს მიერ დავეხმაროთ მიუსაფარს პროგრამის ფარგლებში მოზიდული შემოწირულობებით პირველ ეტაპზე შეძენილია  დაახლოებით ერთი ტონა საკვები, რომელიც  ყოველდღიურად საშუალოდ 100  ცხოველზე მიწოდების შემთხვევაში განსაზღვრულია ერთი თვის პერიოდისთვის (20 აპრილამდე).

ის გლობალური პრობლემები, რაც COVID-19- ის პანდემიის კრიზისმა გამოიწვია, სავარაუდოდ რამოდენიმე თვე ვერ აღმოიფხვრება. GSPSA-ს აქვს კეთილი ადამიანების იმედი და გვჯერა, რომ ერთად შევუმსუბუქებთ ცხოველებს ყოფას და არ დავუშვებთ, რომ ისინი შიმშილისგან დაიხოცნონ.

GSPSA-ს პროგრამა “დაეხმარე მიუსაფარს” ითვალისწინებს:

  • მიზნობრივად შემოწირულობების შეგროვებას ორგანიზაციის ანგარიშზე საკვების შეძენის მიზნით;
  • საკვებით დახმარებას
  • ცხოველების საკვების შეძენას
  • მიუსაფარი ცხოველებისთვის მიწოდებას

უნდა აღინიშნოს, რომ “დავეხმაროთ მიუსაფარს” კამპანიის წამოწყებისას GSPSA-ს მიზანი მხოლოდ ზუგდიდის მიუსაფარი ცხოველების დახმარება არ ყოფილა, მაგრამ ვინაიდან ეს ყველფერი, როგორც ფინანსურ, ასევე  ადამინურ რესურსზეა დამოკიდებული შემოწირული თანხების გათვალისწინებით ორგანიზაციამ კონკრეტულ ქალაქში, კონკრეტული რაოდენობის ცხოველების ყოველდღიური გამოკვება არჩია, ერთჯერად დახმარებას.

ასევე თბილისში GSPSA-ს მფარველობის ქვეშ დაახლოებით 100-მდე მიუსაფარი ძაღლი და კატაა, რომლებზეც ყოველდღიურად მზრუნველობს.

ნებისმიერ პირს შესაძლებლობის ფარგლებში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში ფინანსური ან მატერიალური დახმარების სახით .

ამ მიზნით თქვენ შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ ორგანიზაციის ანგარიშზე თქვენთვის მისაღები მეთოდით.

შემოწირულობა

გადმორიცხვის დროს მიუთითეთ მიზნობრიობა პროგრამადაეხმარე მიუსაფარს”, ან ზუგდიდის ცხოველებისთვის.

ფიზიკური, მატერიალური, ან სხვა სახის დახმარების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ცენტრალური ოფისი

+995 557 923 910          +995 593 322 159
info@gspsa.org.ge

ზუგდიდში წარმომადგენლობა:

+995 557 923 910    mshekiladze@gspsa.org.ge