ამ “შეჯიბრების” აზარტულ თამაშებთან პირდაპირი გაიგივება არ შეიძლება, რადგან ის ცოცხალი არსების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ცხოველთა ჩხუბს კანონი კრძალავს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველის წვალება, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ისჯება. ეს არც სპორტული სანახაობაა, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, საქმე გვაქვს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასთან