GSPSA

პირველად საქართველოში ინვალიდი ძაღლისთვის სპეციალური ეტლი

2 სექტემბერი 2010

2010 წლის სექტემბერში GSPSA-ს ცხოველთა თავშესაფრის უხუცეს ბინადარს გერმანულ ნაგაზს ”ქეთი”-ს ჩვენმა გერმანელმა მეგობრებმა, საზოგადოების წევრებმა ნიკოლას დე სილვამ და ნიკოლე ბართმა საჩუქრად გადასცეს ეტლი ინვალიდი ძაღლისათვის. ასეთი ეტლები ფართოდ გამოიყენება საზღვარგარეთ იმ ინვალიდი ძაღლებისათვის, რომლებიც უკანა კიდურების პარალიზირება აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი ნაბიჯია ამ თვალსაზრისით და ცხოველისადმი კეთილგანწყობის, დახმარების და ჰუმანური დამოკიდებულების აშკარა მაგალითია.

”ქეთი” 2003 წელს მოხვდა თავშესაფარში. იგი ოჯახიდან მიტოვებული ძაღლია. საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ ”ქეთი”-ს მოგებული აქვს რამოდენიმე ექსტერიერის გამოფენა და მიღებული აქვს უმაღლესი შეფასებები. ქეთის შთამომავლობა მეოთხე თაობას ითვლის და მისი გენეტიკური ხაზი დღესაც ვითარდება. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ”ქეთი”-ს უკანა კიდურების პარალიზირება დაეწყო და დღეს ის მხოლოდ მწოლიარე რეჟიმშია. ”ქეთი” უკვე 11 წლისაა და ეს ეტლი მისთვის ახალგაზრდობის გახსენებაა.

საქართველოში არიან ინვალიდი ძაღლები, რომელთა უმეტესი ნაწილი პატრონის გადაწყვეტილებით ევთანაზიის საშიშროების წინაშე დგას, არადა არის გამოსავალი - ინვალიდი ძაღლის ეტლი.

GSPSA მადლობას უცხადებს ნიკოლა დე სილვასა და ნიკოლე ბართს დახმარებისათვის.

 

  

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram