GSPSA-მ ფინანსური დახმარება გაუწია ააიპ „ზოოლოგიურ ცენტრს“ ბელების გადარჩენისა და მათი კეთილდღეობის მიზნით

2021 წლის 23 თებერვალს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA-ს  თავმჯდომარემ თეიმურაზ წიქორიძემ და ააიპ „ზოოლოგიური ცენტრი“-ს დამფუძნებელმა სოსო ჯიქურიშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გრანტის გაცემის, მიღების და გამოყენების შესახებ.  ხელშეკრულების თანახმად GSPSA-მ, როგორც დონორმა ორგანიზაციამ,  მიზნობრივი ფინანსური დახმარება 5000 ლარის ოდენობით  გამოუყო  ააიპ „ზოოლოგიური ცენტრი“-სთვის დაობლებული პატარა ბელებისთვის  150.00 კვ.მ ფართზე  ვოლიერის მოსაწყობად. „ზოოლოგიურმა ცენტრმა“ დათვების გადარჩენის მიზნით თავისი არსებობის მანძილზე პირველად მიიღო მიზნობრივი დაფინანსება გრანტის სახით.

2021 წლის 3 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საბადურის ტყეში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ნაპოვნი იქნა ორი დათვის ბელი, რომელთა ასაკი არ აღემატება 3 თვეს.   საბადურის ტყეში დათვები არ ბინადრობენ.  დედა დათვის გარეშე ამ ბელების აღმოჩენა ადასტურებს, რომ  ბრაკონიერის მიერ სხვა ტერიტორიაზე მოკლული იქნა დედა დათვი, ხოლო ბელები გაიტაცეს. სავარაუდოდ დედა დათვის მკვლელმა ვერ გაყიდა დაობლებული ბელები და მტკიცებულების დაფარვის მიზნით ისინი გაუშვა საბადურის ტყეში „დათვების თავშესაფრის“  სიახლოეს.  „ზოოლოგიური ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ მოხდა დაობლებული ბელების გადაყვანა თავშესაფარში, მაგრამ მათ დასაბინავებლად საჭირო გახდა ბელებისთვის შესაბამისი ტერიტორიის, ვოლიერის და ბუნაგის მოწყობა. ვინაიდან  ‘ზოოლოგიურ ცენტრის“ თავშესაფარს აქვს მხოლოდ მცირე და არასტაბილური დაფინანსება შემოწირულობების სახით, GSPSA-მ მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს პარტნიორ ორგანიზაციას  ამ ბელების დაბინავების და გადარჩენის მიზნით.  სამწუხაროდ მათ მთელი ცხოვრება  თავშესაფარში, ტყვეობაში უნდა გაატარონ.

 

აღსანიშნავია, რომ  2018 წლის 5 აგვისტოს, მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში არსებულ დათვების თავშესაფარში საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის და „ზოოლოგიური ცენტრის“(დათვების თავშესაფარი) დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ ცხოველთა გადარჩენის და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

 

საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა გარეული ცხოველების, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი მურა დათვის ბრაკონიერების მიერ განადგურების მხრივ.  ყოველწლიურად საქართველოში ნადირობის ლიცენზიას მიმართავს 100 000-ზე მეტი მონადირე, ხოლო ბრაკონიერების რიცხვი გაცილებით მეტია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მუდმივად მიმდინარეობს მურა დათვების მოკვლა-განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მკაცრია წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების მკვლელობის მიმართ, სამწუხაროდ სამართალდამცავი ინსტიტუტების მხრიდან საქმის მოკვლევა, ამ კანონის აღსრულება და დამნაშავის დასჯა არ ხორციელდება და დიდ  პრობლემას წარმოადგენს.

განსაკუთრებით  აღმაშფოთებელია, როდესაც ბრაკონიერები დედა დათვს კლავენ და ბელები მიჰყავთ გასაყიდად, ან  გასაჩუქებლად, ან უკანონო ტყვეობისთვის.   წლების განმავლობაში ათეულობით მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული.

საბადურის ტყეში არსებულ დათვების თავშესაფრის ტერიტორიაზე  მარტის თვის ბოლომდე GSPSA-ს მიზნობრივი დაფინანსებით „ზოოლოგიური ცენტრი“  დაობლებული ბელებისთვის და ასევე სხვა ახალგაზრდა დათვებისთვის მოაწყობს დაცულ ტერიტორიას.

თავშესაფარში ბინადარი დათვების დახმარების მიზნით შეგიძლიათ შემოწირულობა განახორციელოთ, როგორც „ზოოლოგიური ცენტრის“ და ასევე „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ საბანკო ანგარიშებზე:

თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა:
„დათვების დასახმარებლად“

  1. მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
    მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22
    მიმღების დასახელება: ა(ა)იპ. „ზოოლოგიური ცენტრი“ (დათვების თავშესაფარი)
    საიდენტიფიკაციო კოდი: 436038226
    ანგარიშის ნომერი:GE05BG0000000037320500

     

  1. ვალუტა: GEL, EURUSD, GBP, DKK, CNF
    მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
    მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22
    მიმღების დასახელება: “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”
    საიდენტიფიკაციო კოდი: 205171847
    ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000166248000

ან შეგიძლიათ ისარგებლოთ გადარიცხვის სხვა მეთოდებით:

შემოწირულობა

www.bears-shelter.com

  ზოოლოგიური ცენტრი Bears Sanctuary in Georgia