GSPSA

ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს!

13 დეკემბერი 2019

2019 წლის 13 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანახმად, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ მოქალაქემ გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი. ბელის წონა 30 კილოგრამს შეადგენდა. სამართალდამრღვევი მაშინ დააკავეს, როდესაც მას ნანადირევი ორ თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით გადაჰქონდა. მას გაქცევის საშუალება არ მიეცა:

„იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა“, - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდეგი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

წყარო: გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი

ფოტო აღებულია Google-დან

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram